დავით ქართველიშვილი: ტრამპისთვის იქნება სუიციდი თუ ირანში გაგრძელდა ის, რაც იქ ახლა მიმდინარეობს
ირანში მიმდინარე პროცესებსა და აშშ-ის შესაძლო ჩართულობაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და განაცხადა, რომ კონფლიქტის ესკალაცია აშშ-ის პრეზიდენტისთვის პოლიტიკურად დამაზიანებელი იქნება.
„მე ამას ომს ვერ ვუწოდებ - ეს არის სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომლის ყველა მონაწილესაც თავისი მიზნები მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული და ეს პროცესი უნდა დამთავრდეს ძალიან მალე“, - აღნიშნა ექსპერტმა და განმარტა, რომ გრძელვადიანი სამხედრო ჩართულობა აშშ-ისთვის მძიმე ტვირთი იქნება.
„ტრამპისთვის იქნება სუიციდი თუ ირანში გაგრძელდა ის, რაც იქ ახლა მიმდინარეობს. მე ამას ომს ვერ ვუწოდებ - ეს არის სპეციალურო სამხედრო ოპერაცია, რომლის ყველა მონაწილესაც თავისი მიზნები მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული და ეს პროცესი უნდა დამთავრდეს ძალიან მალე.
ტრამპმა გააჟღერა კიდეც, რომ 4 კვირაზე მეტი არ უნდა გაგრძელდეს, რადგან ამერიკამ ძლივს გადახარშა და გადაღეჭა ის ავღანური კამპანია, რომელიც ძალიან ძვირი დაუჯდა ბაიდენის ადმინისტრაციას. ამ სუიციდს ტრამპი ერაყის, ლიბიისა და ავღანეთის შემდეგ ირანში უბრალოდ ვერ გაიმეორებს - ეს იქნება მისთვის დამღუპველი. მით უმეტეს იმ წელს, როდესაც მნიშვნელოვანი მოვლენებია ამერიკისთვის - აშშ-ის, როგორც სახელმწიფოს, 250 წლისთავი.
ამისთვის ტრამპი ემზადება იმავე ლოზუნგით, რითაც დაიწყო თავისი წინასაარჩევნო კამპანია - „ვაქციოთ ამერიკა კვლავ დიადად“. უნდა აქციოს დიადად და არა ჭაობში შეიყვანოს, ამჯერად უკვე ირანის მიმართულებით.
ამერიკა ელის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას და შემოდგომაზე კონგრესში უმძიმესი შუალედური არჩევნები ელით რესპუბლიკელებს, ამიტომ სუიციდზე ტრამპი არ წავა არავითარ შემთხვევაში. მას უკვე შეუძლია უპატაკოს თავის ამომრჩეველს, რომ ყველაზე გავლენიანი პირი - ირანის ლიდერი აიათოლა ხამენეი - განეიტრალებულია, რომელიც იყო იმ თეოკრატიული მმართველობის სიმბოლო, რომელთანაც ამერიკა ვერ მონახავდა საკომუნიკაციო ენას.
ახლა შესაძლოა აიათოლების ხელისუფლება ჩაანაცვლოს ირანული ხელისუფლების სხვა განშტოებამ - ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა, რომლის გარშემოც არიან გაერთიანებული სამართალდამცველები და სამხედროები. ეს ხელისუფლება შესაძლოა უფრო მისაღები იყოს ისრაელისთვისაც, აშშ-სთვისაც და ტრამპისთვისაც, რომელთანაც უფრო იპოვიან საერთო ენას და ერთ მაგიდასთან იმსჯელებენ საკითხებზე.
თეოკრატიული მმართველობა, რომელიც ჩამოაყალიბა ერთმა აიათოლამ და შემდეგ გადასცა თავის მოწაფეს, ამერიკისთვის მიუღებელი იყო. თუ ეს სპეცოპერაცია ირანში დასრულდება, ეს ტრამპს პლიუსად ჩაეთვლება და ამომრჩეველიც გაუგებს.
ირანში მოხდა უმძიმესი რამ. კონკურენცია ხელისუფლების ორ შტოს — ძალოვანებსა და თეოკრატებს შორის - ყოველთვის არსებობდა. იყო სიგნალები, რომ ირანში ტრანსფორმაცია მოხდებოდა. ძლიერი პრეზიდენტი ვერტმფრენში აფეთქებით დაიღუპა და იგი ჩაანაცვლა უფრო ლიბერალურმა პრეზიდენტმა, რომელსაც შესაძლოა დისკომფორტიც კი ჰქონდა აიათოლა ჰამენეისთან. ახლა სამხედროებისა და სამართალდამცველების კლასტერი შესაძლოა ქმნიდეს ახალ სახელისუფლებო შტოს, რომელიც აღშფოთებული იქნება მომხდარით, თუმცა მძიმე ესკალაციას თავს აარიდებენ, რადგან ეს მათ ინტერესებში არ შედის“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
1772514919
ახალი ამბები„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ლიფტის შახტში ხანძარი იყო
„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი იყო. ცეცხლი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში, ლიფტის შახტში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „დაიწვა 18-სართულიანი ბანკის სათავო ოფისის სატვირთო...
1772514433
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
3 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი...
1772485072
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს დანიის ნაკრებთან გამარჯვება მიულოცა. მიხეილ ყაველაშვილმა კალათბურთელებს ღირსეული თამაშისთვის მადლობა გადაუხადა და მო...
1772484307
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში, ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება შეიძლება არსებითად შემცირდეს
„ნარკომოვაჭრეებთან მიმართებით პოლიტიკა უნდა იყოს მკაცრი. თუნდაც ყველაზე ლიბერალური ქვეყნების მხრიდანაც კი არ განიხილება ეს მიდგომა არასწორად. მითია იმაზე საუბარი, რომ მხოლოდ ლიბერალური მიდგომით მცირდე...
1772483593
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თამაშს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თამაშს დაესწრო. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო...






























