საქართველოს დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

საქართველოს 3-4 მარტს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.

პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი არაიკ ჰარუთიუნიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდატიანი, ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი არიან. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772522607

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი

საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ ექვსი წელი, - ამის შესახებ ბრიფინგზე საქ...

გივი მიქანაძე

1772519655

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: თუ მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ გაგრძელდა, მხოლოდ მკურნალობის დაფინანსება შედეგს ვერ მოიტანს

ნარკოპოლიტიკასა და შესაბამისი სამკურნალო პროგრამების დაფინანსებაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. „გარკვეული თანხები უნდა იყოს გამოყოფილი რეაბილიტაციისა და მ...

ააა

1772518430

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ტრამპისთვის იქნება სუიციდი თუ ირანში გაგრძელდა ის, რაც იქ ახლა მიმდინარეობს

ირანში მიმდინარე პროცესებსა და აშშ-ის შესაძლო ჩართულობაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და განაცხადა, რომ კონფლიქტის ესკალაცია აშშ-ის პრეზიდენტისთვის პოლიტიკურად დამაზიანებ...

დავით ქართველიშვილი - ანალიტიკოსი

1772516175

ახალი ამბები

ვოლსკი ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: არცერთი მაგალითი არ არის მოყვანილი დღემდე, თუ რას წარმოადგენს მათი გაგებით რუსეთის მხარდაჭერა

არცერთი მაგალითი არ არის მოყვანილი დღემდე, თუ რას წარმოადგენს მათი გაგებით რუსეთის მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ის გამ...

 გია ვოლსკი

1772514919

ახალი ამბები

„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ლიფტის შახტში ხანძარი იყო

„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი იყო. ცეცხლი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში, ლიფტის შახტში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „დაიწვა 18-სართულიანი ბანკის სათავო ოფისის სატვირთო...

„ლიბერთი ბანკის“