გურამ მაჭარაშვილი: თუ მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ გაგრძელდა, მხოლოდ მკურნალობის დაფინანსება შედეგს ვერ მოიტანს

ნარკოპოლიტიკასა და შესაბამისი სამკურნალო პროგრამების დაფინანსებაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„გარკვეული თანხები უნდა იყოს გამოყოფილი რეაბილიტაციისა და მკურნალობისთვის, მაგრამ თუ პარალელურად მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ გაგრძელდა, ეს შედეგს ვერ მოიტანს“, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ბალანსი უნდა დაიცვას პრევენციასა და მკაცრ სამართლებრივ პოლიტიკას შორის.

„ჯანდაცვის სამინისტროში გარკვეული თანხები უნდა იქნეს გამოყოფილი იმისთვის, რომ რეაბილიტაცია იქნება თუ სხვა სახის მკურნალობა, უზრუნველვყოთ. მაგრამ, ამავდროულად მინდა დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია - თუ პარალელურად ჩვენ ასეთი მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ გავაგრძელეთ, რაც მოიცავს რეალიზატორებთან და ვითომ მომხმარებლებთან, მაგრამ ფაქტობრივად რეალიზატორებთან ბრძოლას, ეს თანხები და მკურნალობა შედეგს ვერ მოიტანს და ნარკომომხმარებელთა რაოდენობა გაორმაგდება და გასამმაგდება. ერთგვარი ბალანსი უნდა მოახდინოს სახელმწიფომ ამ კუთხით“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772518430

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ტრამპისთვის იქნება სუიციდი თუ ირანში გაგრძელდა ის, რაც იქ ახლა მიმდინარეობს

ირანში მიმდინარე პროცესებსა და აშშ-ის შესაძლო ჩართულობაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და განაცხადა, რომ კონფლიქტის ესკალაცია აშშ-ის პრეზიდენტისთვის პოლიტიკურად დამაზიანებ...

დავით ქართველიშვილი - ანალიტიკოსი

1772516175

ახალი ამბები

ვოლსკი ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: არცერთი მაგალითი არ არის მოყვანილი დღემდე, თუ რას წარმოადგენს მათი გაგებით რუსეთის მხარდაჭერა

არცერთი მაგალითი არ არის მოყვანილი დღემდე, თუ რას წარმოადგენს მათი გაგებით რუსეთის მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ის გამ...

 გია ვოლსკი

1772514919

ახალი ამბები

„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ლიფტის შახტში ხანძარი იყო

„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი იყო. ცეცხლი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში, ლიფტის შახტში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „დაიწვა 18-სართულიანი ბანკის სათავო ოფისის სატვირთო...

„ლიბერთი ბანკის“

1772514433

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი...

ამინდი პროგნოზი

1772485072

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს დანიის ნაკრებთან გამარჯვება მიულოცა. მიხეილ ყაველაშვილმა კალათბურთელებს ღირსეული თამაშისთვის მადლობა გადაუხადა და მო...

მიხეილ ყაველაშვილი