ნინო ვარდოსანიძე: მომდევნო ოთხ წელიწადში მეტი სიკეთე ელოდება თბილისს და მთელ საქართველოს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი განცხადებით, არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, რადგან ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატი წარადგინა კახა კალაძე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს განაცხადს და ამბიციას, რომ თბილისმა განაგრძოს განვითარება.

„კახი კალაძის მერობის პირობებში თბილისი მეტად გალამაზდა, უფრო მწვანე და მოწესრიგებული გახდა. ამასთან, დაიწყო იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც დღემდე ჯერ ისევ პრობლემებად რჩება, ასეთია, მაგალითად: ავარიული სახლები, წყალმომარაგება, მიწისქვეშა კომუნიკაციები და სხვა, რომელთა სრულად მოგვარებას, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, დრო სჭირდება. ბუნებრივია, მათზე ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, წლებია მიმდინარეობს მუშაობა დაუმთავრებელ მშენებლობებზე და ფაქტობრივად, ყველა დაზარალებულის საკითხი ყოველი საკრებულოს სხდომაზე დადებითად წყდება“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, ძალიან ბევრი პროექტია განხორციელებული, რასაც ყოველდღიურად გრძნობენ კიდეც დედაქალაქის მცხოვრებლები. მისი თქმით, სხვადასხვა პროგრამების საშუალებით მუნიციპალიტეტი ძალიან ბევრ თანამოქალაქეს ეხმარება.

„არჩევნები გულისხმობს წარსულის სწორად შეფასებას და მომავლის განსაზღვრას. გამომდინარე იქიდან, რომ გასულ წლებში ნამდვილად ბევრი რამ არის გაკეთებული ქალაქისთვის, რისი არასრული ჩამონათვალიც მერის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებში მოვისმინეთ, დარწმუნებული ვარ, ეს სია გაგრძელდება და მომდევნო ოთხ წელიწადში მეტი სიკეთე ელოდება თბილისს და მთელ საქართველოს“, - აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755605807

ახალი ამბები

მეუფე შიო: ყველა ადამიანის მოწოდებაა, ფერი იცვალოს, ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების აზრიც ხომ სწორედ ეს არის, რომ ღვთისმშობლის მეოხებით ჩვენშიც გამობრწყინდეს მარადიული საღვთო ნათელი

„ვეცადოთ, ისე ვიცხოვროთ, რომ ჩვენც მოგვმადლოს უფალმა საღვთო შუქის ხილვა, რათა ჩვენს გულებშიც იყოს ნათელი თაბორისა, სიმდაბლე, სიწმინდე, სიმშვიდე, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული...“, - ამის შესახებ საპ...

მეუფე შიო

1755604850

ახალი ამბები

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრც...

უსაფრთხოების სამსახური

1755604644

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: თავისუფლება ჩვენი რწმენის, ჩვენი მიწის, მამულის, ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია და ფასი არ აქვს არანაირ თავისუფლებას თუ ეს საუნჯე ყოველთვის თანამდევი არ იქნება

„თავისუფლება ჩვენი რწმენის, ჩვენი მიწის, მამულის, ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია. ფასი არ აქვს არანაირ თავისუფლებას თუ ეს საუნჯე ყოველთვის თანამდევი არ იქნება“, - ამის შესახებ საქართველო...

მიხეილ ყაველაშვილი

1755604304

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, თუ გადავხედავთ გასულ 4 წელს და ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეს პირველი პოზიცია, გპირდებით, აუცილებლად გვექნება შემდგომი წინსვლა

მთავარი აქცენტი კეთდება ეკონომიკის ზრდაზე და ძალიან ბევრი სტრუქტურული ცვლილება ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, გარწმუნებთ, მომავალ წელს ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მ...

ირაკლი კობახიძე

1755603021

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რასაც ისინი დღემდე თავს არიდებენ, ვინაიდან სიმართლე არა მათ, არამედ ჩვენს მხარესაა

„ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, თუმცა ისინი დღემდე თავს არიდებენ ამგვარ დისკუსიას, ვინაიდან სიმართლე არ არის მათ...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე