ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო

„პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, გიორგი უდესიანი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესარიონ ხარძიანი შპს „კუს ტბა კალასა“ და შპს „კუს ტბა პალასის“ პარტნიორები გახდნენ. 2011 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ბესარიონ ხარძიანი, რომელიც პატიმრობის შეფარდების შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მოათავსეს. ბესარიონ ხარძიანის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული კუს ტბის წილების უკანონოდ დაუფლების და შესაბამის ქონებებზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით, გიორგი უდესიანმა შეიმუშავა და განახორციელა ძალადობრივი, დანაშაულებრივი გეგმა. ბრალდებული დაუკავშირდა N8 დაწესებულების იმჟამინდელ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა და დაავალა საპატიმრო დაწესებულებაში ბიზნესმენისთვის იმგვარი პირობების შექმნა, რომ ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გამხდარიყვნენ დაეთმოთ მათ საკუთრებაში არსებული კუს ტბის წილები.

ბესარიონ ხარძიანის საკანში მოათავსეს ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი ორი პატიმარი, რომლებსაც ალექსანდრე მუხაძისგან მიღებული ჰქონდათ დავალება, რომ ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით იძულებული გაეხადათ ბესარიონ ხარძიანი, დაეთმო კუს ტბის წილები. აღნიშნული პირები, თითქმის ორი თვის განმავლობაში სისტემატურად, ძალადობდნენ მასზე როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად და აიძულებდნენ, რომ ქონება გიორგი უდესიანის სასარგებლოდ დაეთმო. ასევე, ალექსანდრე მუხაძის დავალებით, ბესარიონ ხარძიანის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ხელს უწყობდნენ და უშუალოდ მონაწილეობდნენ N8 დაწესებულების თანამშრომლებიც. ასევე, გიორგი უდესიანმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა ბესარიონ ხარძიანის ძმაზე გიორგი ხარძიანზე.

საბოლოოდ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად, პატიმარი ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ გიორგი უდესიანისთვის დაეთმოთ კუს ტბის (შპს „კუს ტბა კალა“ და შპს „კუს ტბა პალასი“) წილები, ვინაიდან მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას ციხეში გაუპატიურება და მკვლელობა ემუქრებოდა. აღნიშნული ქონების ღირებულებამ დაახლოებით 4 000 000 ლარი შეადგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი უდესიანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წამების ორგანიზება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის და დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ) და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად ათი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (წამება, ჩადენილი მოხელის მიერ, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, შეკვეთით) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ათი წლით და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785754110

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, კოალიციურ მთავრობას შექმნიან

„საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, კოალიციურ მთავრობას შექმნიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილ...

გურამ მაჭარაშვილი

1785754031

მსოფლიო

პოლონელმა მოცურავემ ბალტიის ზღვა გადაკვეთა, მან ცურვით 160 კმ დაფარა

პოლონელმა მოცურავემ, ბართლომე კუბკოვსკიმ ბალტიის ზღვა გადაკვეთა. მან 55 საათში 160 კმ ცურვით დაფარა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. კუბკოვსკიმ ბალტიის ზღვა მე-5 მცდელობით გადაკვეთა. მან სტარტი შვედეთშ...

პოლონელმა მოცურავემ

1785751754

ახალი ამბები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-ის მიერ ორგანიზებულ Global Banking & Finance Awards® 2026-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში „Excellence in Innovation - Open B...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა

1785750465

ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო - NCDC-ს რეკომენდაციები ცხელ დღეებთან დაკავშირებით

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის პერიოდში სასუ...

ჯანდაცვის სამინისტრო

1785749634

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: საკუთარი სიშლეგისა და უვიცობის მორიგი დემონსტრირებისას სააკაშვილს განუცხადებია, მე ოდისევსი ვარ, საქართველო კი პენელოპე - მიშას „ოდისეა“ რომ წაკითხული ჰქონდეს, საკუთარ თავს ანტინოოსში დაინახავდა

„თუ „ოდისეადან“ სააკაშვილთან ვინმეს დაპარალელება შეიძლება, ეს სწორედ ანტინოოსია - ტირანი, რომელიც ითაკას აცარიელებდა, ძალადობდა, სხვებს განადგურებით ემუქრებოდა და რომლის დანაშაულებრივი თავგასულობაც სა...

ბაჩო ოდიშარია