გურამ მაჭარაშვილი: რაღაც ტერიტორია გამოვყოთ, მიხეილ სააკაშვილს სპექტაკლი დავუდგათ, რომ თავად არის ფარაონი, პატრიარქი, პრეზიდენტი, პრემიერი, ბელადი, ნელსონ მანდელაც, პრინციპში, უკვე გამოყოფილიც აქვს
„მიხეილ სააკაშვილს განდიდების მანია აქვს, მაგრამ ვინც დღეს ლანძღავს, ყველა ადიდებდა. შეიძლება, მისი წყენა გასაგებიც იყოს, რადგან ვინც მან წინ წამოსწია, ახლა ყველა მას დაუპირისპირდა, ეს ის რეალობაა, რომელიც იმ აგენტურას ელოდება, რომელსაც ქმნი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, სააკაშვილი საკუთარ თავს ხან მანდელას ადარებს, ხან აღმაშენებელს, ხან ილია ჭავჭავაძეს, ხან იმპერატორებს – სააკაშვილი ფარაონია, რომელიც რელიგიურ და სახელმწიფოებრივ თვისებებს ითავსებს. ეს მით უფრო შეიძლება, როცა საკუთარი ასლი შექმნა და მისი ასლი საქართველოს ქუჩებში დაიარება.
„რატომღაც ევროკავშირის ელჩი კითხვებს არ პასუხობს და გამობრძანდეს და საზოგადოებას აუხსნას, ეს ის კომიკური ფიგურაა, რომელზეც გვეუბნებოდა, საქართველოს გადაარჩენს და აირჩიეთო? – პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის სახელით გვესაუბრებოდა და იუსტიციის მინისტრთან 27 ელჩი გააგზავნინა. სააკაშვილს საკუთარი პარტიის წევრებიც კი დაუპირისპირდნენ და დასცინიან. ორიგინალი სააკაშვილი რომ იძინებს და მისი ავატარი იღვიძებს, მაინტერესებს, ჰერჩინსკის პასუხი – „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველმა ვის უნდა დაუჯეროს, ორიგინალ სააკაშვილს თუ ავატარს? ეს არის სამწუხარო რეალობა. რაღაც ტერიტორია გამოვყოთ, მიხეილ სააკაშვილს რაღაც სპექტაკლი დავუდგათ, რომ თავად არის ფარაონი, პატრიარქი, პრეზიდენტი, პრემიერი, ბელადი, ნელსონ მანდელაც – ვინც თავად უნდა, ყველა არის. მას ასეთი სტატუსი მივცეთ, სადღაც რაღაც ტერიტორია გამოვუყოთ. პრინციპში, უკვე გამოყოფილიც აქვს და ახლა მის ავატარს გამოვუყოთ ტერიტორია, სადაც სააკაშვილი ის იქნება, რაც თავად უნდა იყოს. მაგალითები ხან პიესიდან მოჰყავს, ხან ისტორიული და ამ ადამიანზე სერიოზულად როგორ ვისაუბრო? ქვეყნის შიგნით და გარეთ გვეუბნებოდნენ, რომ ეს ის ბელადი იყო, რომელმაც პროდასავლური პარტია შექმნა და როგორ შეიძლება, „ნაცაგენტურაზე“ და მის ბელადზე სერიოზულად ვისაუბროთ? ამ ადამიანს მავზოლიუმი გაუხსნეს, სულის გამოძახება აქვთ. მეტი რა შეიძლება, ფარაონს მეტი ჰქონდეს, რომელსაც თავი ლიდერად მიაჩნია, რელიგიურად და სახელმწიფოებრივად?“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
1785754110
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, კოალიციურ მთავრობას შექმნიან
„საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, კოალიციურ მთავრობას შექმნიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილ...
1785754031
მსოფლიოპოლონელმა მოცურავემ ბალტიის ზღვა გადაკვეთა, მან ცურვით 160 კმ დაფარა
პოლონელმა მოცურავემ, ბართლომე კუბკოვსკიმ ბალტიის ზღვა გადაკვეთა. მან 55 საათში 160 კმ ცურვით დაფარა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. კუბკოვსკიმ ბალტიის ზღვა მე-5 მცდელობით გადაკვეთა. მან სტარტი შვედეთშ...
1785751754
ახალი ამბებისაქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-ის მიერ ორგანიზებულ Global Banking & Finance Awards® 2026-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში „Excellence in Innovation - Open B...
1785750465
ახალი ამბებიჯანდაცვის სამინისტრო - NCDC-ს რეკომენდაციები ცხელ დღეებთან დაკავშირებით
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის პერიოდში სასუ...
1785749634
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: საკუთარი სიშლეგისა და უვიცობის მორიგი დემონსტრირებისას სააკაშვილს განუცხადებია, მე ოდისევსი ვარ, საქართველო კი პენელოპე - მიშას „ოდისეა“ რომ წაკითხული ჰქონდეს, საკუთარ თავს ანტინოოსში დაინახავდა
„თუ „ოდისეადან“ სააკაშვილთან ვინმეს დაპარალელება შეიძლება, ეს სწორედ ანტინოოსია - ტირანი, რომელიც ითაკას აცარიელებდა, ძალადობდა, სხვებს განადგურებით ემუქრებოდა და რომლის დანაშაულებრივი თავგასულობაც სა...































