გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, კოალიციურ მთავრობას შექმნიან
„საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, კოალიციურ მთავრობას შექმნიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე.
მაჭარაშვილის თქმით, რამდენჯერაც „ნაცაგენტურამ“ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები მოითხოვა, იმდენჯერ მოუწია საკუთარ პარტიაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
„ერთი სრული წელი არ გავა ისე, რომ თავმჯდომარე ან არ გადააყენონ, ან თვითონ არ გადადგეს. ბოლო თავმჯდომარეს საერთოდ სააკაშვილის სული გამოეცხადა და გადააყენა ბოკუჩავა.
აი, ამ ხალხზე და ამ ე.წ. პარტიაზე გვეუბნებოდა და გვეუბნებიან ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი, რომ არის პროდასავლური ღირებულების. საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, რომ კოალიციურ მთავრობას შექმნიან“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამჯერად თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა არალეგიტიმური იყო. მისი თქმით, სხდომას 130-დან მხოლოდ 40-მდე ადამიანი ესწრებოდა, შესაბამისად სხდომა არ იყო უფლებამოსილი გადაწყვეტილებების მისაღებად. ბოკუჩავას ამ განცხადებას თანამდებობის შენარჩუნების უბადრუკი მცდელობა უწოდა ანა წითლიძემ. პარალელურად პოლიტიკური შეფასებების თემაა მიხეილ სააკაშვილის განცხადებები.
1785748842
ახალი ამბებიდავით რუსია: სების ეკონომიკური მონაცემების ახალი პორტალის მიზანია ინფორმაციაზე წვდომისა და ანალიზის სისწორის გამარტივება
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიური ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიურ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა. საქ...
1785746418
მსოფლიოვაშინგტონში ტყის ხანძარმა ასობით შენობა გაანადგურა, მოსახლეობა ევაკუირებულია
„აღმოსავლეთ ვაშინგტონში ტყის ხანძრები უკონტროლო ხდება, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია“, - ამის შესახებ Euronews იუწყება. ხანძარმა 600 შენობა, ასობით სახლი და კერძო ბიზნესი გაანადგურა, თუმცა დაღუპულთა...
1785743960
ახალი ამბებიეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა
ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად...
1785743657
მსოფლიოლიხტენშტაინზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა
ლიხტეინშტაინი მასშტაბური კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა, რომლის შედეგად 31 ათასი ადამიანის პერსონალური მონაცემები იყო მოპარული. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობა იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს...
1785741031
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, 2029 წლისთვის დასრულდეს პირველი ფაზის სამუშაოები და ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა პირველი გემები მიიღოს, ინტერესი ძალიან დიდია, მათ შორისაა შუა აზიის, ჩვენი მეზობელი ქვეყნები...
„ჩვენი ამოცანაა, 2029 წლისთვის უკვე დასრულდეს პირველი ფაზის სამუშაოები და პირველი გემები მიიღოს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა, სწორი მიმართულებით მივდივართ, მაქსიმალურად დაჩქარდა სამუშაოები“, - ა...































