ევროპაში 2026 წელს ხანძრისგან მიყენებულმა ზარალმა 3 მლრდ ევროზე მეტი შეადგინა

ევროკავშირის 5 ქვეყანაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, საბერძნეთსა და რუმინეთში, 2026 წელს ხანძრისგან მიყენებულმა ზარალმა 3,1 მლრდ ევრო შეადგინა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

გამოცემა Financial Times-ის მიერ გაკეთებული ეს შეფასება ევროკომისიის მიერ დათვლილი ზარალის ოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება. ევროპული კომისიის შეფასებით, მთელი ევროკავშირისთვის ხანძრისგან და ანომალიური სიცხისგან მიყენებულმა ზარალმა 2,5 მლრდ ევრო შეადგინა.

Financial Times წერს, რომ ზარალის დათვლისას ის სწორედ ევროკომისიას მეთოდოლოგიას იყენებს. ითვლება დამწვარი ტერიტორიის ნორმალურ მდგომარეობაში მოყვანის ხარჯები, რაც მათ ეკონომიკურ ფასს ნიშნავს. ხეების დარგვის და მათი მოვლის ხარჯები იმ ქვეყნების მიხედვით არის დათვლილი, სადაც ეს აუცილებელი იქნება. გამოთვლილია ხეებისა და მცენარეების ტიპი და ტყის ასაკი.

ზაფხულის ხანძრების პირველი ორი თვის განმავლობაში ტყე თითქმის ნახევარი მილიონი ჰექტარის ტერიტორიაზე დაიწვა.

საბოლოო ჯამში ზარალი მეტი იქნება, ვინაიდან სადაზღვევო კომპანიები, საწარმოები და ოჯახები ქონების განადგურებისა და მოსავლის განადგურებით მიყენებულ ზარალს ჯერ კიდევ ითვლიან. ასევე ზარალი ზაფხულის სეზონზე ტურისტულმა სექტორმაც განიცადა.

ასევე გამოცემა იმ ეკონომიკურ ზარალზეც წერს, რაც ევროპაში გვალვამ და მდინარეებში, რაინსა და დუნაიში წყლის დაბალმა დონემ გამოიწვია. ამან ტვირთების გადაზიდვის ლოგისტიკა დააზარალა და საბოლოოდ წარმოების გარკვეული კლება გამოიწვია.

ევროპულ ქვეყნებში ექსტრემალური სიცხე მაისიდან ფიქსირდება. რამდენიმე ქვეყანაში ამან ტყის ხანძრები გამოიწვია. საფრანგეთსა და ესპანეთში ხანძარი კონტროლიდან გავიდა, რის გამოც ასიათასობით ადამიანი იყო ევაკუირებული.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785760682

ახალი ამბები

პრემიერი შოვის ტრაგედიაზე: მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ წარმატებით განხორციელებულიყო სამძებრო სამუშაოები და პარალელურ რეჟიმში გვესმოდა სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები

„იყო მთელი კასკადი ტყუილების, რაც გავრცელდა, სრული აბსურდი, რაზეც საუბრობდნენ მაშინ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, არის უბრალოდ საკითხები, რასთან დაკავშირებითაც არ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაციების განვ...

პრემიერი

1785758221

მსოფლიო

სომხეთის პარლამენტის სპიკერად რუბენ რუბინიანი აირჩიეს

სომხეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) თავმჯდომარედ რუბენ რუბინიანი იყო არჩეული. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება. რუბინიანის კანდიდატურად 63-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო 28-მ - წინააღმდეგ მისცა...

რუბენ რუბინიანი

1785757100

ახალი ამბები

ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო

„პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო“, - ამის...

პროკურატურა

1785756518

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: რაღაც ტერიტორია გამოვყოთ, მიხეილ სააკაშვილს სპექტაკლი დავუდგათ, რომ თავად არის ფარაონი, პატრიარქი, პრეზიდენტი, პრემიერი, ბელადი, ნელსონ მანდელაც, პრინციპში, უკვე გამოყოფილიც აქვს

„მიხეილ სააკაშვილს განდიდების მანია აქვს, მაგრამ ვინც დღეს ლანძღავს, ყველა ადიდებდა. შეიძლება, მისი წყენა გასაგებიც იყოს, რადგან ვინც მან წინ წამოსწია, ახლა ყველა მას დაუპირისპირდა, ეს ის რეალობაა, რო...

ააა

1785754110

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, კოალიციურ მთავრობას შექმნიან

„საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, კოალიციურ მთავრობას შექმნიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილ...

გურამ მაჭარაშვილი