ბოლო 7 თვის მონაცემებით, საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოავლინეს
მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 76 655 კოლოფი სიგარეტის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.
176 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.
9 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო დანარჩენი 141 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1786082867
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე საბოტაჟის საქმეზე: ის, რაც ხდება საქართველოს წინააღმდეგ, ესაა ორკესტრირებული შეტევა ჩვენს სუვერენიტეტზე, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე, იმ ტემპებზე, რომელიც საქართველოს აქვს წლებია
„ის, რაც ხდება საქართველოს წინააღმდეგ, ესაა ორკესტრირებული შეტევა ჩვენ სუვერენიტეტზე, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე, იმ ტემპებზე, რომელიც საქართველოს აქვს წლებია“, - განაცხადა პარლამენტის განათლების,...
1786080648
მსოფლიოირანი აშშ-ს: შეასრულეთ ვალდებულებები, მეტი თეატრი არ გვჭირდება
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მთავარი მომლაპარაკებელი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართავს და აცხადებს, რომ „აშშ-ის თეატრალური დიპლომატია გამუდმებით მეორდება.“ „მასშტაბური შეტ...
1786078974
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებში პროგრესი შეინიშნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე ძალისხმევაში პროგრესი შეინიშნება, თუმცა აღნიშნა, რომ კონფლიქტი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. „შეხედეთ,...
1786048303
მსოფლიოBloomberg-ის მიერ დამუშავებული ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ექსტრემალურ სიცხეს 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
Bloomberg-ის მიერ დამუშავებული ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ექსტრემალურ სიცხეს 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გერმანი...
1786046578
საზოგადოებაგიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
„ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს. შენი სიტყვები დღეს აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა...






























