საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინეს. სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, რომელთაგან 3 დაკავებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში სპირტისა და სპეციალური დანამატების გამოყენებით სისტემატურად ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს. აღნიშნული პროდუქცია ყალბი აქციზური მარკებით აჭარის რეგიონში მაღაზიებსა და ბარებში რეალიზდებოდა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კუსტარული საწარმოებიდან და სარეალიზაციო ობიექტებიდან ამოღებულია ფალსიფიცირებული ვისკი და არაყი, დიდი ოდენობით სხვადასხვა ბრენდის მეორადი ბოთლები, გაურკვეველი წარმოშობის სპირტიანი სასმელი, ყალბი აქციზური მარკები, ასევე მათი დასამზადებელი ტექნიკა.

ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სარეალიზაციო ქსელიდან ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების ამოღებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, 197¹ მუხლითა და 200¹ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786082867

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე საბოტაჟის საქმეზე: ის, რაც ხდება საქართველოს წინააღმდეგ, ესაა ორკესტრირებული შეტევა ჩვენს სუვერენიტეტზე, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე, იმ ტემპებზე, რომელიც საქართველოს აქვს წლებია

„ის, რაც ხდება საქართველოს წინააღმდეგ, ესაა ორკესტრირებული შეტევა ჩვენ სუვერენიტეტზე, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე, იმ ტემპებზე, რომელიც საქართველოს აქვს წლებია“, - განაცხადა პარლამენტის განათლების,...

გიორგი ჩაკვეტაძე

1786080648

მსოფლიო

ირანი აშშ-ს: შეასრულეთ ვალდებულებები, მეტი თეატრი არ გვჭირდება

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მთავარი მომლაპარაკებელი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართავს და აცხადებს, რომ „აშშ-ის თეატრალური დიპლომატია გამუდმებით მეორდება.“ „მასშტაბური შეტ...

ირანის წინააღმდეგ საჰაერო

1786078974

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებში პროგრესი შეინიშნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე ძალისხმევაში პროგრესი შეინიშნება, თუმცა აღნიშნა, რომ კონფლიქტი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. „შეხედეთ,...

ტრამპიტრამპი

1786048303

მსოფლიო

Bloomberg-ის მიერ დამუშავებული ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ექსტრემალურ სიცხეს 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

Bloomberg-ის მიერ დამუშავებული ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ექსტრემალურ სიცხეს 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გერმანი...

ძლიერი სიცხე

1786046578

საზოგადოება

გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ

„ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს. შენი სიტყვები დღეს აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა...

გიორგი ყარყარაშვილი