გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
„ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს. შენი სიტყვები დღეს აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელებს უწოდებენ“, - ასე ეხმიანება გენერალ-მაიორი, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ყარყარაშვილი, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომში, ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
იგი იხსენებს, რომ ომში ანგელოზი არც ერთი მხარე ყოფილა, თუმცა, აფხაზების მხრიდან ქართველების მიმართ გამოხატულმა სიძულვილმა და ქართველი ტყვეების სისასტიკით დახოცვამ, გაგრის აღებაში მონაწილე რუსი ოფიცრებიც გააკვირვა, რაც ერთ-ერთმა მათგანმა 1993 წელს, ჩვენებაში აღიარა.
ყარყარაშვილის ინფორმაციით, აფხაზებმა, შრომა-კამანის დაცემისას ტყვედ აყვანილი სასულიერო პირებიც დახვრიტეს და წერს, რომ ბარამიძის განცხადებამ, რუსულ და აფხაზურ მხარეს მისცა მიზეზი, რომ უკვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პირად გვერდზეც კი ლანძღვა-გინების ტექსტები დაწერონ ქართველების მისამართით.
„სამწუხაროდ აფხაზეთის ომში მონაწილეებიდან ანგელოზი არცერთი მხარე არ ყოფილა, ფაქტები ბევრად უფრო მცირეა ქართველების მხრიდან ჩადენილი, რაც ერთ-ერთი ასეთი ფაქტი რომლის მომსწრე და თვითმხილველიც თავად გავხდი, რაც საკუთარ წიგნშიც მაქვს აღწერილი, სინანულს გამოვხატავ და რაც დღემდის მაწუხებს. რაც შეეხება აფხაზების წმინდანობას, თუნდაც შრომა-კამანის დაცემისას ტყვედ აყვანილებიდან არა მხოლოდ მებრძოლები დახვრიტეს, არამედ კამანის მონასტრის წინამძღვარი 25 წლის მამა ანდრია და მასთან ერთად არც მონასტრის მორჩილი აფხაზი ანუა, არ დაინდვეს. სამწუხაროდ ამჟამად აბასთუმანში ვიმყოფები, თორემ თბილისში ყოფნის შემთხვევაში ჩემს ვიდეო არქივში მაქვს, 1993 წლის მარტის დასაწყისში ყაზბეგის საბაჟოზე დაკავებული აფხაზეთში მონაწილე რუსი ეროვნების ოფიცერი, მაიორის ჩინით, რომელიც უშუალოდ1992 წლის 2 ოქტომბერს აფხაზების მხრიდან გაგრის აღებაში მონაწილეობდა, რომელმაც თავის ჩვენებაში აღწერა, რომ გაგრის აღების შემდეგ გაკვირვებული დარჩნენ მონაწილე რუსი ოფიცრები, რომ როგორი სისასტიკით და ზიზღით ასალმებდნენ სიცოცხლეს ქართველ ტყვეებს. რამხელა სიძულვილს გამოხატავდნენ ქართველების მიმართ. ჟიული შარტავას, მამია ალასანიას, გაბისკირიას და მასთან ერთად 50-მდე ტყვედ აყვანილი ქართველი სამოქალაქო პირის დახვრეტაზე რომ არაფერი ვთქვა, ასე, რომ ბიძიკო ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს. შენი სიტყვები დღეს აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელებს უწოდებენ. იმ დონეზე არიან გათავხედებულები, რომ უკვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პირად გვერდს უვარდებიან და ლანძღვა-გინების ტექსტებს წერენ შენი დამსახურებით“, - წერს გიორგი ყარყარაშვილი სოციალურ ქსელში.
1786033731
საზოგადოებაჯაბა ხუბუა: „ნაცსექტისათვის“ ავალიანის დედა საინტერესო იყო, როგორც პოტენციური პოლიტიკური ინსტრუმენტი, მაგრამ რაკი ეკა კუპატაძემ სახელმწიფოს დაუფასა გამოძიების შედეგები, პირველი შესაძლებლობისთანავე ჩასცეს გულში შხამიანი ისარი
ნაცსექტისათვის, რომლის კრებსით სახესაც ამ შემთხვევაში ნანული ჟორჟოლიანი წარმოადგენს, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე საინტერესო იყო, როგორც პოტენციური პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლებოდა, პოლი...
1786032170
საზოგადოებააფხაზეთის მეომართა კავშირი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით ქართველი მებრძოლების ღირსება შეილახოს და დაღუპულთა ხსოვნა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული
ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით ქართველი მებრძოლების ღირსება შეილახოს და დაღუპულთა ხსოვნა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული, - აღნიშნულია აფხაზეთის მეომარ...
1786031445
საზოგადოებაგიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე...
1786030661
საზოგადოებავეტერანთა სახელმწიფო სამსახური გიორგი ბარამიძეს მიმართავს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და უარყოს მის მიერ გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაცია
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში - „საქართველოს დაბადება“,...
1786028003
საზოგადოებაზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ბათუმში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ბათუმში მნიშვნელოვან ინფრასტ...



























