არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ გამოძალვის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაამზადა და საკუთარ მობილურ ტელეფონში შეინახა არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, რაც გაავრცელა სოციალურ ქსელებში, მათ შორის, მის მიერ შექმნილ „ინსტაგრამის“ გვერდზე. ასევე, იმავე გვერდზე ბრალდებულმა განათავსა მოთხოვნა მისთვის 10 000 ლარის გადაცემის შესახებ.
პარალელურად ერთ-ერთი დაზარალებულის ოჯახის წევრს გაუგზავნა შეტყობინება და მოსთხოვა 10 000 ლარის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვადასხვა პირების სიცოცხლის მოსპობით და ზემოთ ხსენებული სახელის გამტეხი, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი ცნობების კვლავ გავრცელებით იმუქრებოდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით და 255-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით წარედგინა (გამოძალვა, ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვა, ფლობა, დამზადება და გავრცელება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1786078974
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებში პროგრესი შეინიშნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე ძალისხმევაში პროგრესი შეინიშნება, თუმცა აღნიშნა, რომ კონფლიქტი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. „შეხედეთ,...
1786048303
მსოფლიოBloomberg-ის მიერ დამუშავებული ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ექსტრემალურ სიცხეს 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
Bloomberg-ის მიერ დამუშავებული ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ექსტრემალურ სიცხეს 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გერმანი...
1786046578
საზოგადოებაგიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
„ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს. შენი სიტყვები დღეს აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა...
1786044247
მსოფლიოუკრაინული მედია: უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი პოლიტიკური ლიდერებისადმი ნდობის რეიტინგს სათავეში უდგას - ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნულ რეიტინგში მეექვსე პოზიციას იკავებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი პოლიტიკური ლიდერებისადმი ნდობის რეიტინგს სათავეში უდგას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ უკრაინ...
1786040378
საზოგადოებაფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებუ...





























