გენერალი გიორგი ყარყარაშვილი: ბარამიძის ინტერვიუ არის სამარცხვინო სადაც აფხაზებს პატივით მოიხსენიებს და მათ ღირსებას უწონებს, ხოლო ქართველ მებრძოლებს მიზანმიმართულად აფხაზების მკვლელობაში ბრალს დებს

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის ბოლო ინტერვიუს ეხმაურება და მას მკვეთრად აკრიტიკებს.

მისი შეფასებით, ბარამიძის განცხადებები სამარცხვინოა და ქართველი მებრძოლების დისკრედიტაციას ისეთი პირისგან ახდენს, რომელსაც უშუალო საბრძოლო მოქმედებებთან და ომის სიმძიმესთან რეალური შეხება არასდროს ჰქონია.

„ბარამიძის ინტერვიუ არის სამარცხვინო სადაც აფხაზებს პატივით მოიხსენიებს და მათ ღირსებას უწონებს, ხოლო ქართველ მებრძოლებს მიზანმიმართულად აფხაზების მკვლელობაში ბრალს დებს.

საიდან იცის, მან სინამდვილეში რა ხდებოდა, როცა ის მხოლოდ აფხაზეთის ომში თუ არ ვცდები სამჯერ არის ნამყოფი, არც ერთხელ 10 დღეს არ ცდებოდა. პირველად 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთში დაახლოებით ერთი კვირიდან ათ დღემდე და მისი საქმიანობა ძირითადად გუდაუთის რაიონში მცხოვრები ქართველების უსაფრთხო გამოყვანასა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას უკავშირდებოდა.

აფხაზეთში გატარებული ეს პერიოდი ბარამიძემ საკუთარი პოლიტიკური ცნობადობისთვის გამოიყენა. იმავე წლის 11 ნოემბრის არჩევნებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატობისთვის.

1993 წლის გაზაფხულის მიწურულს ან ზაფხულის დასაწყისში ბარამიძე ოჩამჩირეში უკვე პარლამენტის წევრის სტატუსით იმყოფებოდა. მან ყურადღება მიიპყრო და თავი დაამახსოვრა ბრონის ჟილეტითა და ჩაფხუტით, რომელსაც პრაქტიკულად არასოდეს იხსნიდა. ძირითადად ოჩამჩირის შტაბის სიახლოვეს ან ისეთ პოზიციაზე იდგა რომ უშუალოდ შეხება არასდროს ჰქონია ბრძოლებთან.

1993 წლის 25 თუ ან 26 სექტემბერს იგი ჩამოსული იყო 20-კაციან ჯგუფთან ერთად. რომლის შემადგენლობაში იყვნენ გიგა ბოკერია, ადვოკატი შალვა შავგულიძე, აკა ქავთარაძე და კიდევ სხვები, ამ დროს მიმდინარეობდა ქალაქში ბრძოლები, მათ დავალება მიეცათ 26-ში სოხუმის შესასვლელში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში თავდაცვითი პოზიცია გაემაგრებინათ, მოწინააღმდეგის მოახლოებისას არ დაეშვათ მათი შემდგომი შეტევის განვითარება, თუმცა სავარაუდოდ ღამის სამ საათზე შტაბის გადაწყვეტილებით იყო მოხსნილი, ვინაიდან მათი ალყაში მოხვედრის საფრთხე იყო მაღალი, რაც პირადად მე ვესაუბრე,

მას არცერთ საბრძოლო მოქმედებაში მიუღია მონაწილეობა, რომელიც მოწინააღმდეგესთან უშუალოდ შეხების მდგომარეობაში, რომ ყოფილიყო და არც მის გვერდით დაღუპული მეგობრის ან ნებისმიერი მებრძოლის დაღუპვის მწარე გემო არ უგრძვნია ან ბრძოლის ველიდან უშუალოდ გამოყვანის. ეს რომ ეგრძნო ის ამ განცხადებას არასდროს გააკეთებდა და ქართველებს მკვლელობებს არასდროს დააბრალებდა. რაც შეეხება ჩვენ ტყვეები რატომ არ გვყვავდა, მთელი ომის განმავლობაში თავდაცვის მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, სოხუმის ფრონტზე აწარმოებდნენ შეტევით მოქმედებებს, ხოლო ოჩამჩირის ფრონტზე პარტიზანულ ბრძოლებს აწარმოებდნენ. სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა, რომ გააჩნდეს ან ბრძოლის წარმოების წესები, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა“, - წერს გენერალი გიორგი ყარყარაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786031445

საზოგადოება

გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე...

პროკურატურ

1786030661

საზოგადოება

ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური გიორგი ბარამიძეს მიმართავს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და უარყოს მის მიერ გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაცია

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში - „საქართველოს დაბადება“,...

ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურ

1786028003

საზოგადოება

ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ბათუმში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ბათუმში მნიშვნელოვან ინფრასტ...

ზურაბ პატარაძე

1786026220

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები რთული იქნება და დროს მოითხოვს

იმ ფონზე, როდესაც თეირანი უარყოფს ვაშინგტონთან მოლაპარაკებების გამართვას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები „რთული იქნება და დროს მოითხო...

ჯეი დი ვენსი

1786025566

საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილთან და ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში განახლებული სასწავლო და საწვრთნელი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმ...

ირაკლი კობახიძე