ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მიმდინარე წლის 24 ივლისს სგპ ,,სარფის" კონტროლის ზონაში, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ამავე ქვეყნის მოქალაქე. მძღოლის მიერ ზოგადი დეკლარირებისას წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ ტრანზიტულად თურქეთიდან რუსეთის ფედერაციის დანიშნულებით ხდებოდა ევროპული წარმოშობის საქონლის გადაზიდვა
ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციის აღსრულების ფარგლებში, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გაბრუნებულ იქნა უკან თურქეთის რესპუბლიკაში.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის შემდეგ იგივე სატრანსპორტო საშუალება კვლავ შემოვიდა საბაჟო გამშვები პუნქტი - „სარფის“ კონტროლის ზონაში და მძღოლის მიერ ზოგადი დეკლარირების მიზნით, წარმოდგენილ წარმოშობის სერტიფიკატში, ამჯერად საქონლის წარმოშობის ქვეყნად მითითებული იყო თურქეთი.
ეჭვის საფუძველზე მებაჟე-ოფიცრების მიერ, განხორციელდა ტვირთის ნაწილობრივი ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგად დადგინდა, რომ ტვირთზე დატანილ ქარხნულ ეტიკეტებზე წარმოშობის ქვეყნებად მითითებული იყო გერმანია და ხორვატია.ვინაიდან გამოიკვეთა დოკუმენტის სავარაუდო გაყალბებისა და სანქცირებული ტვირთის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაზიდვის მცდელობა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1786031445
საზოგადოებაგიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე...
1786030661
საზოგადოებავეტერანთა სახელმწიფო სამსახური გიორგი ბარამიძეს მიმართავს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და უარყოს მის მიერ გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაცია
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში - „საქართველოს დაბადება“,...
1786028003
საზოგადოებაზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ბათუმში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ბათუმში მნიშვნელოვან ინფრასტ...
1786026220
მსოფლიოჯეი დი ვენსი: ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები რთული იქნება და დროს მოითხოვს
იმ ფონზე, როდესაც თეირანი უარყოფს ვაშინგტონთან მოლაპარაკებების გამართვას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები „რთული იქნება და დროს მოითხო...
1786025566
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილთან და ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში განახლებული სასწავლო და საწვრთნელი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმ...



























