პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,, ალფა-პვპ (αPVP)”-ს, რომლის რეალიზაციაც განახორციელა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და 260 ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და რეალიზაცია, ჩადენილი ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786082867

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე საბოტაჟის საქმეზე: ის, რაც ხდება საქართველოს წინააღმდეგ, ესაა ორკესტრირებული შეტევა ჩვენს სუვერენიტეტზე, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე, იმ ტემპებზე, რომელიც საქართველოს აქვს წლებია

„ის, რაც ხდება საქართველოს წინააღმდეგ, ესაა ორკესტრირებული შეტევა ჩვენ სუვერენიტეტზე, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე, იმ ტემპებზე, რომელიც საქართველოს აქვს წლებია“, - განაცხადა პარლამენტის განათლების,...

გიორგი ჩაკვეტაძე

1786080648

მსოფლიო

ირანი აშშ-ს: შეასრულეთ ვალდებულებები, მეტი თეატრი არ გვჭირდება

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მთავარი მომლაპარაკებელი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართავს და აცხადებს, რომ „აშშ-ის თეატრალური დიპლომატია გამუდმებით მეორდება.“ „მასშტაბური შეტ...

ირანის წინააღმდეგ საჰაერო

1786078974

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებში პროგრესი შეინიშნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე ძალისხმევაში პროგრესი შეინიშნება, თუმცა აღნიშნა, რომ კონფლიქტი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. „შეხედეთ,...

ტრამპიტრამპი

1786048303

მსოფლიო

Bloomberg-ის მიერ დამუშავებული ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ექსტრემალურ სიცხეს 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

Bloomberg-ის მიერ დამუშავებული ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ექსტრემალურ სიცხეს 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გერმანი...

ძლიერი სიცხე

1786046578

საზოგადოება

გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ

„ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს. შენი სიტყვები დღეს აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა...

გიორგი ყარყარაშვილი