მერია: თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია, ხდება მყისიერი რეაგირება, თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი“ და რაიონების გამგეობების ბრიგადები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა გზები გაიწმინდოს და პრობლემები აღმოიფხვრას
დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. წაქცეულია ელექტროგადამცემი ანძები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე. განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე და სველი თოვლის გამო ხის ტოტების მტვრევის და ხეების წაქცევის ფაქტები. აღნიშნული მიზეზით, განსაკუთრებით სახიფათოა ხეების ქვეშ გადაადგილება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ხეების მასიური წაქცევის შემთხვევებს, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, გარე განათების ბოძები, ავტომანქანები, ჩახერგა გზები. სხვადასხვა მისამართზე გაწყვეტილია ინტერნეტების სადენები, რის აღსადგენადაც პროვაიდერი კომპანიები აქტიურად მუშაობენ.
ინფორმაციის მიღებისთანავე ხდება მყისიერი რეაგირება, თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი“ და რაიონების გამგეობების ბრიგადები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა გზები გაიწმინდოს და პრობლემები აღმოიფხვრას.
აქვე, მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის და ოპერატიული მოქმედებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.
1772221269
ახალი ამბებისაქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანია დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე მატჩი გამართა. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი დანიას ესტუმრა და 89:71 გაიმარჯვა. ოთხგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე...
1772220403
ახალი ამბებიბილ კლინტონი ეპშტეინთან კავშირებზე: მე არაფერი დამინახავს და არაფერი ცუდი არ გამიკეთებია
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტში ჩვენების მისაცემად მივიდა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა. ბილ კლინტონი აცხადებს, რომ არაფერი იცოდა ჯეფრი ეპშტეინის...
1772219769
ახალი ამბებისტამბოლიდან თეირანის მიმართულებით რეისები გაუქმდა
სტამბოლის აეროპორტიდან თეირანის მიმართულებით ფრენები გაუქმდა, ირანის გარშემო აშშ-ის სამხედრო ძალების მზარდი თავმოყრის გამო. სტამბოლის აეროპორტის ცნობით, ირანის დედაქალაქში „თურქეთის ავიახაზების“ და ორ...
1772219373
ახალი ამბები„პირველი ნომერი შეიძლება მამარდაშვილიც იყოს“ - სლოტი „ლივერპულის“ მეკარეებზე
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „ვესტ ჰემთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მეკარეების შესახებ ისაუბრა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გუნდში ამ პოზიციაზე ძალიან კარგი მდგომარეობა...
1772217233
ახალი ამბებიირანში შექმნილი ვითარების გამო, საფრანგეთი თავის მოქალაქეებს ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტისგან თავის შეკავებას ურჩევს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ურჩევს თავის მოქალაქეებს, ირანში არსებული უსაფრთხოების ვითარების გამო, თავი შეიკავონ ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე მოგზაურობისგან, თუნდაც ტურისტულ...































