საგამოძიებო სამსახურმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების და სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ამზადებდა სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებსა და ყალბ აქციზურ მარკებს, რომლებითაც აღნიშნულ პროდუქციას ეტიკეტირებას უკეთებდა.

ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელები შემდგომში რეალიზდებოდა თბილისის ტერიტორიაზე, კერძოდ გლდანისა და დიდუბე-ჯუღურეთის რაიონებში არსებულ სავაჭრო ობიექტებსა და კვების დაწესებულებებში.

ჩხრეკის შედეგად ნაქირავები ბინიდან, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომობილიდან და სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების ალკოჰოლური სასმელები, მათ შორის: Stolichnaya, Nemiroff, Finlandia, Talka, Polus და Хлебная. ფალსიფიცირებულ ალკოჰოლურ სასმელთან ერთად ამოღებულია ჩამოსასხმელად გამზადებული ცარიელი ბოთლები, ალკოჰოლის დამზადებისა და ჩამოსხმისთვის საჭირო მასალები და ყალბი აქციზური მარკები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილით, 197-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 196-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების დამზადების ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772258730

ახალი ამბები

მერია: თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია, ხდება მყისიერი რეაგირება, თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი“ და რაიონების გამგეობების ბრიგადები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა გზები გაიწმინდოს და პრობლემები აღმოიფხვრას

დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. წაქცეულია ელექტროგადამცემი ანძები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე. გა...

თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია

1772224738

ახალი ამბები

ტრამპი: შესაძლოა, კუბაზე მეგობრული კონტროლი დავამყაროთ - მათ არც საკვები, არც ნავთობი და არც ფული აქვთ, ეს ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუბის „მეგობრული დაკავების“ შესაძლებლობა დაუშვა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კუბის ხელისუფლება რთული სიტუაციის გამო აშშ-ს ესაუბრება. ტრამპის ცნობით, კუბასთან მო...

ტრამპიტრამპი

1772224490

ახალი ამბები

ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებდა მოკავშირეებისგან ბირთვულ იარაღს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ბირთვულ იარაღს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან , თუმცა ასეთი შეთავაზებები არ ყოფილა. აღნიშნულის შესახებ მან Sky News- თა...

ზელენსკი

1772221269

ახალი ამბები

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანია დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე მატჩი გამართა. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი დანიას ესტუმრა და 89:71 გაიმარჯვა.  ოთხგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე...

კალათბურთელთა ნაკრებ

1772220403

ახალი ამბები

ბილ კლინტონი ეპშტეინთან კავშირებზე: მე არაფერი დამინახავს და არაფერი ცუდი არ გამიკეთებია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტში ჩვენების მისაცემად მივიდა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა. ბილ კლინტონი აცხადებს, რომ არაფერი იცოდა ჯეფრი ეპშტეინის...

ბილ კლინტონი -აშშს ყოფილი პრეზიდენტი