რა ვითარებაა საქართველოს საავტომობილო გზებზე?
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად უკვე გაწმენდილია გზა და გუდაურამდე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგენილია.
„რაც შეეხება სხვა მიმართულებებს:
ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ვერონა-თელავის მონაკვეთზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, ფარავნის უღელტეხილზე, ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე, კალა-უშგულისა და მელე-ლსდილის მონაკვეთებზე.
ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: გომი-საჩხერეს მონაკვეთზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ1-კმ42 და კმ110-კმ146 მონაკვეთებზე, ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზებზე, საჩხერე-ონის გზაზე, ნაქერალას უღელტეხილზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.
საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
1772224490
ახალი ამბებიზელენსკიმ განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებდა მოკავშირეებისგან ბირთვულ იარაღს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ბირთვულ იარაღს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან , თუმცა ასეთი შეთავაზებები არ ყოფილა. აღნიშნულის შესახებ მან Sky News- თა...
1772221269
ახალი ამბებისაქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანია დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე მატჩი გამართა. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი დანიას ესტუმრა და 89:71 გაიმარჯვა. ოთხგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე...
1772220403
ახალი ამბებიბილ კლინტონი ეპშტეინთან კავშირებზე: მე არაფერი დამინახავს და არაფერი ცუდი არ გამიკეთებია
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტში ჩვენების მისაცემად მივიდა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა. ბილ კლინტონი აცხადებს, რომ არაფერი იცოდა ჯეფრი ეპშტეინის...
1772219769
ახალი ამბებისტამბოლიდან თეირანის მიმართულებით რეისები გაუქმდა
სტამბოლის აეროპორტიდან თეირანის მიმართულებით ფრენები გაუქმდა, ირანის გარშემო აშშ-ის სამხედრო ძალების მზარდი თავმოყრის გამო. სტამბოლის აეროპორტის ცნობით, ირანის დედაქალაქში „თურქეთის ავიახაზების“ და ორ...
1772219373
ახალი ამბები„პირველი ნომერი შეიძლება მამარდაშვილიც იყოს“ - სლოტი „ლივერპულის“ მეკარეებზე
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „ვესტ ჰემთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მეკარეების შესახებ ისაუბრა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გუნდში ამ პოზიციაზე ძალიან კარგი მდგომარეობა...































