ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა.
ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სადღესასწაულო წირვას მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტის ასლი, საქართველოში 1989 წელს ჩამოაბრძანეს. ხატის ასლი ათონის მთის ბერებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატავად დაწერეს. აღნიშნული ხატი თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული.
მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა კი საზოგადოების შემოწირულებით, 2012 წელს დაიწყო. პატრიარქის კურთხევით, ტაძრის მშენებლობაში სრულიად საქართველო იყო ჩართული.
1776112530
ახალი ამბებისოფელ კარკუჩასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე (სოფ. კარკუჩა) ზვავის ჩა...
1776111713
ახალი ამბებიეროვნული და სულიერი იდენტობის ნაწილი - 14 აპრილი ქართული ენის დღეა
14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს, ენის ღირსების დასაცავად, თბილისში მასობრივი გამოსვლა მოეწყო. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და საბჭოთა რეჟიმს დაუპირისპირდა....
1776110186
ახალი ამბებიევროკავშირი პეტერ მადიართან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებას ცდილობს
„ევროკომისიამ დაუყოვნებლივ დაიწყო მოლაპარაკებები უნგრეთის ახალარჩეულ პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიართან“, - ინფორმაციაზე Financial Times წერს. როგორც წყაროები აღნიშნავენ, ბრიუსელი მადიარისგან ითხოვს უკრა...
1776108931
მსოფლიობრიტანეთის პრემიერი ისრაელის დარტყმებს ლიბანზე არასწორად მიიჩნევს - „ამას დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვება“
დიდი ბრიტანეთი აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის არსებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ლიბანის რაც შეიძლება სწრაფად ჩართვისკენ მოუწოდებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა დაგმო ისრაელის მ...
1776107761
ახალი ამბებიდონალდ ტრამპის მტკიცებით, „ირანს შეთანხმება ძალიან უნდა“
„მეორე მხარე“ დაგვიკავშირდა, ირანს შეთანხმება ძალიან სურს, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუ...































