ირაკლი კობახიძე: გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი ვალია, განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე, დედაენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა

„გილოცავთ დედაენის დღეს! 1978 წლის 14 აპრილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. ამ დღეს საქართველო ერთ მუშტად შეიკრა დედაენის დასაცავად, ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა - ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახა, რომ არასოდეს დათმობს ეროვნულ ღირსებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ დედაენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა.

„მაშინ ენის დაცვა ნიშნავდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეის გადარჩენას. სწორედ ამიტომ, ისტორიულმა გამარჯვებამ უმძლავრესი ბიძგი მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. 14 აპრილის თაობამ შეინარჩუნა ფუნდამენტი, რომელზეც დღეს ჩვენი სუვერენიტეტი დგას.

ჩვენი ვალდებულება მშობლიური ენის მიმართ მარადიულია. თანამედროვე სამყაროში ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა კვლავ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი ვალია, განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე. დედაენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.  

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1776148388

ახალი ამბები

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელწოდების ხელახალი შერჩევის, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობის თაობაზე, ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელწოდების ხელახალი შერჩევის, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობის თაობაზე, ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტ...

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი

1776147307

ახალი ამბები

საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა

„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი გამოაქვეყნა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით ზომიერი კეთილდ...

მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო ექვსი საფეხურით დაწინაურდა

1776146860

მსოფლიო

მელონიმ რომის პაპის კრიტიკის გამო ტრამპი დაგმო

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რომის პაპზე, ლეო მე-XIV-ზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ჯორჯი...

ჯორჯია მელონი

1776144645

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი უნგრეთის არჩევნების შედეგებზე: ყოველი მთავრობა იძულებული იქნება იხელმძღვანელოს არა იდეოლოგიური სიმპათიებით, არამედ იმ ფასით, რომელსაც საკუთარი საზოგადოება იხდის

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება უნგრეთის არჩევნების შედეგებს, რომელშიც ორბანი დამარცხდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციურმა პარტიამ. ანალიტიკოსი ა...

დავით ქართველიშვილი

1776143029

მსოფლიო

სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით პეკინში ჩავიდა. ინფორმაციას Rianovosti ავრცელებს.   რუსული მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ლავროვი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვ...

სერგეი ლავროვი