დავით ქართველიშვილი უნგრეთის არჩევნების შედეგებზე: ყოველი მთავრობა იძულებული იქნება იხელმძღვანელოს არა იდეოლოგიური სიმპათიებით, არამედ იმ ფასით, რომელსაც საკუთარი საზოგადოება იხდის

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება უნგრეთის არჩევნების შედეგებს, რომელშიც ორბანი დამარცხდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციურმა პარტიამ.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ცვლილება და ახალი კაბინეტი ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა უნგრეთი, არ ნიშნავს ქცევის ლოგიკის შეცვლას.

„ახალ კაბინეტს შეუძლია უფრო რბილად ილაპარაკოს, ბრიუსელისთვის უფრო მისაღები ჩანდეს და დემონსტრაციულად აღარ აჟღერებდეს მოსკოვთან ძველ პირად კავშირებს, მაგრამ იგი მაინც იმავე პოლიტიკური მათემატიკის მძევალი დარჩება - არ დაუშვას ქვეყნის ჩათრევა სხვის ომში და მინიმუმამდე დაიყვანოს შიდა დანაკარგები“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ორბანი ბრიუსელისთვის ფარი იყო. ქართველიშვილი წერს, რომ თუ ახალი უნგრული ხელისუფლება არ შეუშლის ხელს უკრაინისთვის 90 მილიარდის გამოყოფას, ევროკავშირს მოუწევს არარსებული თანხების მოძიება, ან „უკრაინული რიტორიკის საზღვრების საჯაროდ აღიარება“.

„და მაინც, ვეცადოთ ჩავწვდეთ „აკაცუკთა სიჩლუნგეს“, ანუ მათ „უნგრულ სიხარულს“. ამ შეფასებაში ობიექტური ვიქნები, ვინაიდან არც არჩევნების წინ, არც არჩევნების მსვლელობისას - ვერ იპოვით ვიქტორ ორბანის მხარდამჭერ, ან არჩევნების შედეგების პროგნოზის ამსახველ, ჩემ მიერ დაწერილ ვერც ერთ სტატუსს. არადა, წერა რომ მიყვარს და ვერავინ დამასწრებდა, ამაში შევთანხმდეთ.

არ ვწერდი ორი მარტივი მიზეზის გამო: 1) საქართველოზე ნებისმიერი შედეგი ვერ აისახებოდა უარყოფითად და 2) ბრიუსელისთვის ორბანის დამარცხება შესაძლოა პიროსის გამარჯვებად იქცეს. ასეა თუ ისე, არჩევნების შედეგი ცნობილია და ამით ცენტრალური ევროპა საბოლოოდ ტოვებს პოლიტიკური რომანტიზმის ეპოქას, როდესაც საგარეო პოლიტიკა ლოზუნგებზე, მორალურ დეკლარაციებსა და ბრიუსელის საერთო კურსისადმი დემონსტრაციულ ლოიალობაზე იყო აგებული. მის ადგილს იკავებს ცივი ეროვნული გათვლა: ყოველი მთავრობა, მიუხედავად ლიდერთა გვარებისა, იძულებული იქნება იხელმძღვანელოს არა იდეოლოგიური სიმპათიებით, არამედ იმ ფასით, რომელსაც საკუთარი საზოგადოება იხდის. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების ცვლილება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთია, არ ნიშნავს თავად ქცევის ლოგიკის შეცვლას: ახალ კაბინეტს შეუძლია უფრო რბილად ილაპარაკოს, ბრიუსელისთვის უფრო მისაღები ჩანდეს და დემონსტრაციულად აღარ აჟღერებდეს მოსკოვთან ძველ პირად კავშირებს, მაგრამ იგი მაინც იმავე პოლიტიკური მათემატიკის მძევალი დარჩება - არ დაუშვას ქვეყნის ჩათრევა სხვის ომში და მინიმუმამდე დაიყვანოს შიდა დანაკარგები.

აქედან გამომდინარეობს ბრიუსელისთვის მეორე, გაცილებით მტკივნეული შედეგი: ერთიანი დისციპლინის მექანიზმი, დიდი ალბათობით, სწორედ ამ შედეგით შიგნიდან დაიშლება. დიახ, უნგრული ხმაურიანი ვეტოები შეიძლება შემცირდეს, გაქრეს პერსონალიზებული კონფრონტაცია, მაგრამ ეს ძველ ევროპულ მონოლითობას ვერ აღადგენს. პირიქით, წინააღმდეგობა უბრალოდ საჯარო ფორმიდან ფარულში გადავა: რეგიონის ქვეყნები სულ უფრო იშვიათად დაბლოკავენ გადაწყვეტილებებს ღიად, მაგრამ სულ უფრო ხშირად ჩაშლიან მათ შესრულების, გაჭიანურების, საბიუჯეტო შეთანხმებებისა და შიდა დათქმების დონეზე.

პარადოქსი ის არის, რომ თავად ბრიუსელისთვის ვიქტორ ორბანის ფიგურა დიდი ხნის განმავლობაში მოსახერხებელი ფარი იყო: სანამ ბუდაპეშტი მრავალმილიარდიან დახმარების პაკეტებს ბლოკავდა, ევროპულ ცენტრს შეეძლო უნგრულ ვეტოზე მიეთითებინა და აერიდებინა უსიამოვნო სიმართლის აღიარება, ევროკავშირს არც თავისუფალი 90 მილიარდი აქვს და არც პოლიტიკური მზაობა, ასეთი თანხები უმტკივნეულოდ ამოიღოს საკუთარი ეკონომიკებიდან. თუ ახალი უნგრული ხელისუფლება ამ დაბრკოლებას მოხსნის, ბრიუსელი ბევრად უფრო სახიფათო რეალობის წინაშე აღმოჩნდება: ან სასწრაფოდ უნდა მოძებნოს ფული, რომელიც არ არსებობს, ან საჯაროდ აღიაროს საკუთარი უკრაინული რიტორიკის საზღვრები.

მთავარი კი ისაა, რომ ევროპა სტრატეგიული თვითშეზღუდვის ფაზაში შედის: უკრაინის უპირობო მობილიზაციის ეპოქა იწურება არა იმიტომ, რომ ვიღაც „რუსეთის მხარეს გადავიდა“, არამედ იმიტომ, რომ თავად ევროპული სისტემა ვეღარ უძლებს ამ კურსის ფასს. უახლოეს წლებში რეგიონის მთავარი პოლიტიკური ლოზუნგი იქნება არა გამარჯვება, არა ღირებულებები და არა ისტორიული მისია, არამედ გადარჩენის მშრალი ფორმულა: ნაკლები ვალდებულება, ნაკლები რისკი, ნაკლები სხვისი კრიზისი საკუთარი ხარჯით. სწორედ ეს არის ახალი წესრიგი - მკაცრი, ცინიკური და უკიდურესად ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული. ასე რომ, თუ ვინმე ამიხსნის „აკაცუკების ეიფორიას“, მადლობელი დავრჩები“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1776148388

ახალი ამბები

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელწოდების ხელახალი შერჩევის, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობის თაობაზე, ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელწოდების ხელახალი შერჩევის, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობის თაობაზე, ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტ...

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი

1776147307

ახალი ამბები

საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა

„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი გამოაქვეყნა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით ზომიერი კეთილდ...

მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო ექვსი საფეხურით დაწინაურდა

1776146860

მსოფლიო

მელონიმ რომის პაპის კრიტიკის გამო ტრამპი დაგმო

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რომის პაპზე, ლეო მე-XIV-ზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ჯორჯი...

ჯორჯია მელონი

1776145626

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი ვალია, განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე, დედაენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა

„გილოცავთ დედაენის დღეს! 1978 წლის 14 აპრილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. ამ დღეს საქართველო ერთ მუშტად შეიკრა დედაენის დასაცავად, ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა - ქართველმა ერმა მსოფ...

ირაკლი კობახიძე

1776143029

მსოფლიო

სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით პეკინში ჩავიდა. ინფორმაციას Rianovosti ავრცელებს.   რუსული მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ლავროვი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვ...

სერგეი ლავროვი