ჩიხელიძე: სუს-მა მედიასთან გააკეთა მცირე განმარტება თარგამაძესთან დაკავშირებით, რომ დაბარებულია გამოკითხვაზე, თუმცა ტელეფონი აქვს გამორთული. აგენტურამ მესიჯი დაალაგა
მარტივად ავხსნი, როგორ ამუშავებს აგენტურა ბინძურ პროპაგანდას. გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიასთან გააკეთა მცირე განმარტება გივი თარგამაძის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით. უწყებამ თქვა - რომ თარგამაძე დაბარებულია კონკრეტულ საქმეზე გამოკითხვაზე, თუმცა ტელეფონი აქვს გამორთული, დაკავშირება ვერ ხერხდება და გამოთქვა იმედი, რომ ინფორმაცია თარგამაძემდე აუცილებლად მივიდოდა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
ექსპერტის შეფასებით, მედიასაშუალებების ნაწილმა აღნიშნული განმარტება სხვაგვარად წარმოაჩინა და გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თარგამაძეს ეძებს და ვერ პოულობს. ჩიხელიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ინტერპრეტაციები უწყების დისკრედიტაციას ემსახურება.
მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა ხშირად გამოიყენება პროპაგანდის დროს, როდესაც ფაქტობრივი ინფორმაცია იცვლება ან კონტექსტიდან არის ამოღებული.
„მარტივად ავხსნი, როგორ ამუშავებს აგენტურა ბინძურ პროპაგანდას.
გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიასთან გააკეთა მცირე განმარტება გივი თარგამაძის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით. უწყებამ თქვა - რომ თარგამაძე დაბარებულია კონკრეტულ საქმეზე გამოკითხვაზე, თუმცა ტელეფონი აქვს გამორთული, დაკავშირება ვერ ხერხდება და გამოთქვა იმედი, რომ ინფორმაცია თარგამაძემდე აუცილებლად მივიდოდა.
რა ქნა ამ დროს აგენტურის "მედიამ" და დაქირავებულმა სპიკერატმა? მოიგონეს, რომ თითქოს სუს-ი ეძებს თარგამაძეს, ვერ პოულობს მას და "დახმარებას ითხოვს". შემდეგ ეს მოგონილი ტყუილი კარგად გააჯერეს მედიაში, თავიც გაიბრაზეს და საბოლოოდ ავანსცენაზე კრიმინალი თარგამაძეც გამოჩნდა.
სააკაშვილის რეჟიმის დროს, ხალხისთვის სულის ამომხდელმა გივიამ - "ვაჟკაცობის" მისთვის სასაცილო როლი მოირგო, პოლონეთში ვარ და გაქცევას არ ვაპირებო.
არადა საქმე ძალიან მარტივადაა - სუსმა მედიის კითხვას უპასუხა, დაკითხვაზეა დაბარებული მაგრამ ჯერ ინფორმაციის მიწოდება ვერ მოხერხდაო.
აგენტურამ მესიჯი დაალაგა - სუს-ი თარგამაძეს ვერ პოულობსო და ასე სცადა უწყების დისკრედიტაცია.
ასე ცდილობენ ყველაფრის მოტყუებას, ასე ამახინჯებენ ყველა ფაქტს და მოვლენას. მათთვის ქალაქი ისპაჰანი ისპანახია, ხოლო აიათოლა - აი თოლია. როდესაც ეუბნები ერთს, აშუქებენ მეორეს. იგონებენ ამბებს , შემდეგ თავს იბრაზებენ და ალაგებენ ცრუ პროპაგანდას. მადლობა ღმერთს, რომ მათი ტყუილების გავრცელების დიაპაზონი ძალიან მცირეა და მათ ნიუსრუმებს მოკლე მანძილით სცდება.“ - წერს ჩიხელიძე.
1775845206
ახალი ამბებიტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან
ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...
1775842962
მსოფლიო„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს
„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...
1775840252
მსოფლიოორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?
ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...
1775837496
ახალი ამბებირომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს
ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...
1775836752
მსოფლიო„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...































