ჩინეთის ელჩი: ჩინეთი მზადაა, გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან და გააფართოოს პრაქტიკული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში

ჩინეთი მზადაა, გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან და გააფართოოს პრაქტიკული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ჩვენ გვჯერა, რომ ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა 2026 წელს ახალ და შესანიშნავ შედეგებს მოიტანს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა.

„მოხარული ვარ, რომ „იმედის“ ტელევიზიასთან ინტერვიუს ვწერ. ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა სწრაფად ვითარდება, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა მუდმივად ღრმავდება, რაც ნაყოფიერ შედეგებს იძლევა და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნის ხალხისთვის.

გასული წლის ნოემბერში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენას, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთნდობა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პრემიერ-მინისტრ ლი ციანგის თვალწინ მხარეებმა ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის რამდენიმე დოკუმენტს, რომლებიც მოიცავს ვაჭრობას, ხელოვნურ ინტელექტს, სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას, ინსპექტირებასა და კარანტინს, კულტურას, ავიაციას და სხვა სფეროებს.

მოხარული ვართ, რომ უვიზო რეჟიმის წყალობით, გასულ წელს საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და პირველად გადააჭარბა 120 000-ს, ასევე უფრო მჭიდრო გახდა პერსონალის გაცვლა განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, კულტურისა და სხვა სფეროებში“, - აღნიშნა საქართველოში ჩინეთის ელჩმა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ჩინეთი აფასებს საქართველოს სტრატეგიულ ხედვას და აქტიურ მიდგომას „შუა დერეფნისა“ და „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.

„როგორც ევრაზიის ერთ-ერთ ჰაბს, საქართველოს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, არამედ ღია და ინკლუზიური დამოკიდებულება და ასევე სტაბილური და გამჭვირვალე პოლიტიკური გარემო. ჩინეთი საქართველოს ყოველთვის სანდო პარტნიორად მიიჩნევდა.

ბოლო წლებში, ორმა მხარემ გააღრმავა თანამშრომლობა მრავალმხრივი კავშირის კუთხით, მათ შორის საავტომობილო გზების, რკინიგზისა და ავიაციის მიმართულებით. 2025 წელს წარმატებით დასრულდა პროექტები ჩინური კომპანიების მონაწილეობით, როგორიცაა E60 და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ავტომაგისტრალების განახლება და ასევე რკინიგზის მოდერნიზაცია.

'ჩინეთის რკინიგზის ჯგუფის შვილობილმა კომპანიამ, „ჩინეთის რკინიგზის კონტეინერების ტრანსპორტის კომპანიამ“ (CRCT) და „შუა დერეფნის მულტიმოდალური ტრანსპორტის კომპანიამ“ (MCM) ოფიციალურად გააფორმეს თანამშრომლობის ხელშეკრულება. შეთანხმების თანახმად, აქციების შესყიდვაზე განაცხადის გაკეთების გზით, CRCT შეუერთდება MCM-ს როგორც ახალი წევრი და ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას კორპორატიულ მმართველობასა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც ხელს შეუწყობს დერეფნის მშენებლობასა და ექსპლუატაციას. ეს თანამშრომლობა ნათლად აჩვენებს „შუა დერეფნის“ განვითარების პოტენციალს.

მჯერა, რომ საქართველოს ათწლიანი ეროვნული გეგმის განხორციელებასთან ერთად, საქართველოს ევრაზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული პოზიცია კიდევ უფრო გამოიკვეთება და ჩინეთ-საქართველოს შორის უფრო ფართო და პრაგმატული თანამშრომლობა დაიწყება“, - განაცხადა ელჩმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770470791

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოცემა „პუბლიკისთვის“ ჟურნალისტიკის პრიზის გადაცემით საქართველოში ევროსკეპტიციზმს აღვივებს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2025“-ის ერთ-ერთ ნომინაციაში ონლაინ გამოცემა „პუბლიკისთვის“ პრიზის მინიჭების საკით...

ეკა სეფაშვილი

1770470665

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, „დანონის“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების მოკვლევა მიმდინარეობს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მულტინაციონალური კომპანიიდან „დანონი ნუტრიცია“ მიიღო შეტყობინება „დანონის“ პროდუქციის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ, რაც განპირობებულია პრევენციით, კონკ...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1770469307

ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურამ გარდაბანში მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს ბრალდება წარუდგინა, უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

საქართველოს პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე ერთ პირ...

პროკურატურა

1770466896

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, განხილვის შედეგად შესაძლოა, მნიშვნელოვანი მიგნებები გამოიკვეთოს და რა თქმა უნდა, ეს იქნება ხელის შემწყობი, რომ პროცესი წარიმართოს ფასების გაიაფების, შემცირებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ფასების რეგულირების მიმართულებით სამუშაო პროცესი შეაფასა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოლოდინები დადებითია....

მიხეილ სარჯველაძე

1770465202

ახალი ამბები

ლევან კოჭლოშვილი: საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა პოლიტიკური და ღირებულებითი თანხვედრა, საქართველო და აშშ საუბრობენ საერთო ენაზე

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა პოლიტიკური და ღირებუ...

ლევან კოჭლოშვილი