ირაკლი ჭეიშვილი: როდესაც მილიონ 100 ათასი ადამიანი ირჩევს ხელისუფლებას და შენ არალეგიტიმურს უწოდებ, ქუჩაში ხალხი გამოგყავს, აზიანებ ქვეყანას, ეს უნდა იყოს ზუსტად დასჯადი

როდესაც მილიონ 100 ათასი ადამიანი ირჩევს ხელისუფლებას და შენ არალეგიტიმურს უწოდებ, ქუჩაში ხალხი გამოგყავს, აზიანებ ქვეყანას, ეს უნდა იყოს ზუსტად დასჯადი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლებას სცდება ის, რასაც ოპონენტები საუბრობენ.

„ზოგადად, გავიხსენოთ 2020 წლის არჩევნები. მაშინ საპარლამენტო არჩევნები პირწმინდად წააგო მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა და შემდეგ დაიწყო მიტინგები, ქვეყნის ჯანჯღარი, ეკონომიკური ვარდნა, ლარის გაუფასურება. შემდეგ შარლ მიშელის ჩამოყვანა დაგვჭირდა ყველას, რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში და მეტ-ნაკლებად ეღიარებინათ, ნაწილმა არც აღიარა საპარლამენტო შედეგები.

შემდეგ 2024 წელს რაც მოხდა, პირწმინდად მოვუგეთ, 600 ათასი ხმით დანარჩენ ოპოზიციას. ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მოვუგეთ 600 ათასი ხმით ყველა ოპოზიციურ გაერთიანებას. არალეგიტიმურად ცნეს არჩევნები, ისევ ქუჩაში გამოიყვანეს ხალხი, ისევ ქვეყნის ჯანჯღარი, ისევ ლარის გაუფასურება, ისევ ეკონომიკური ვარდნა მცირედით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში. იგივე თვითმმართველობის არჩევნები, მიიღეს მონაწილეობა, შემდეგ წააგეს, არაღიარება, გაყალბდა არჩევნები. ეს ყველაფერი არის ფაქტების გარეშე. ერთი კონკრეტული ფაქტი ვერ დადეს ამ ბოლო ორ არჩევნებში განსაკუთრებით. ვერც წინაზე დადეს 2020-ში, განსაკუთრებით ბოლო ორ არჩევნებში. გამოდიხარ და იძახი, რომ არალეგიტიმური მთავრობაა და აზიანებ ქვეყანას. ამ ფრაზით, ამ სიტყვებით ხალხი ქუჩაში გამოგყავს, ამაში ერთვება მთელი ევროკავშირის ძირითადი წამყვანი ქვეყნები. მერე აზიანებ ქვეყანას, კონსტიტუციას, სუვერენიტეტს, ქართველ ხალხს, ეკონომიკას, ყველაფერს და ვინმემ ხომ უნდა აგოს ამ ყველაფერზე პასუხი.

როდესაც მილიონ 100 ათასი ადამიანი ირჩევს ხელისუფლებას და შენ არალეგიტიმურს უწოდებ, ქუჩაში ხალხი გამოგყავს, აზიანებ ქვეყანას, ეს უნდა იყოს ზუსტად დასჯადი“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770469307

ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურამ გარდაბანში მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს ბრალდება წარუდგინა, უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

საქართველოს პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე ერთ პირ...

პროკურატურა

1770466896

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, განხილვის შედეგად შესაძლოა, მნიშვნელოვანი მიგნებები გამოიკვეთოს და რა თქმა უნდა, ეს იქნება ხელის შემწყობი, რომ პროცესი წარიმართოს ფასების გაიაფების, შემცირებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ფასების რეგულირების მიმართულებით სამუშაო პროცესი შეაფასა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოლოდინები დადებითია....

მიხეილ სარჯველაძე

1770465202

ახალი ამბები

ლევან კოჭლოშვილი: საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა პოლიტიკური და ღირებულებითი თანხვედრა, საქართველო და აშშ საუბრობენ საერთო ენაზე

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა პოლიტიკური და ღირებუ...

ლევან კოჭლოშვილი

1770463774

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან კარგად ორგანიზებული ზამთრის ოლიმპიური თამაშებია, იტალია საუცხოოდ მასპინძლობს - გუშინ საკმაოდ კარგად იასპარეზეს ჩვენმა სპორტსმენებმა, ვამაყობთ მათი გამოსვლით

მთელი საქართველო ვამაყობთ, რომ ასეთ დიდ და წარმატებულ ქვეყნებთან ერთად, ჩვენი დროშა ფრიალებს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ისტორიული შედეგი იქნება ამ ოლიმპიურ თამაშებში. პროცესი დაწყებულია, გუშინ ს...

მიხეილ ყაველაშვილი

1770463363

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია იქით, საითაც მიდის ევროპის საბჭოს მუშაობა, როგორმე შეზღუდონ უცხოური გავლენები, საქართველო მზად არის, მათ გამოცდილება გაუზიაროს

საქართველოს ნამდვილად აქვს უცხოური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება და შეუძლია, ეს სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაც...

მაკა ბოჭორიშვილი