ჩინეთის ელჩი: ჩინეთის უახლესი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 2025 წელს 2.701 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 19.5%-იან ზრდას წარმოადგენს

ჩინეთის უახლესი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 2025 წელს 2.701 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 19.5%-იან ზრდას წარმოადგენს, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოდან ჩინეთის იმპორტმა 2.39 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 20.7%-იანი ზრდაა, ხოლო საქართველოს ექსპორტმა ჩინეთში 311 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 11.1%-იან ზრდას წარმოადგენს.

„დღევანდელ არასტაბილურ საერთაშორისო სავაჭრო გარემოში ეს მიღწევა მარტივი არ ყოფილა და ნათლად აჩვენებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ძლიერ მდგრადობასა და ფართო პოტენციალს.

ზრდა არა მხოლოდ ვაჭრობის მთლიან მოცულობაზე, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის სტრუქტურის ოპტიმიზაციაზეც აისახება - ორ მხარეს შორის თანამშრომლობა ტრადიციული ინფრასტრუქტურიდან გაფართოვდა ისეთ სფეროებამდე, როგორიცაა ახალი ენერგორესურსები, მაღალი ტექნოლოგიები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და სხვა. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განახლებით, შეუფერხებელი ლოგისტიკური არხებით, მოსახერხებელი ანგარიშსწორებით და ასევე ჩინეთში ქართულ პროდუქციაზე წვდომის უწყვეტი გაფართოებით, მოსალოდნელია, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის ვაჭრობა ახალ დონეზე გადავა“, - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

ჭოუ ციენის განცხადებით, ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ძალაში 2018 წელს შევიდა, ჩინეთის პირველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იყო ევრაზიის რეგიონში.

„განახლების შესახებ მოლაპარაკებები 2025 წელს დასრულდა, ორი მხარე პროტოკოლის ხელმოწერას 2026 წლის პირველ კვარტალში გეგმავს. ეს განახლება არა მხოლოდ აძლიერებს უკვე არსებულ მიღწევებს, არამედ წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს უფრო მაღალი სტანდარტების, ფართო მასშტაბისა და ღრმა ინტეგრაციისკენ.

განახლებული შეთანხმება კიდევ უფრო შეამცირებს არასატარიფო ბარიერებს, ოპტიმიზაციას გაუწევს ინსპექტირებისა და საკარანტინო პროცედურებს, გააძლიერებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვას და ხელს შეუწყობს ელექტრონული კომერციის სფეროში თანამშრომლობას, რაც ნათლად აჩვენებს ჩინეთ-საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილებას, ხელი შეუწყონ ვაჭრობასა და ინვესტიციებს და განახორციელონ ნამდვილი მულტილატერალიზმი.

საქართველოსთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ნულოვანი ტარიფების პირობებში, ჩინეთის 1.4 მილიარდი მოსახლეობის მქონე ბაზარზე ბევრად მარტივად შევა უფრო მეტი მაღალი ხარისხის პროდუქტი. ამჟამად, საქართველო ჩინეთში იმპორტირებული ღვინის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ჩინეთში თაფლისა და ფრინველის ხორცის ექსპორტის შესახებ პროტოკოლი, რომელსაც ორივე მხარემ 2025 წელს მოაწერა ხელი, ასევე ახალ ბაზარს გახსნის ქართული პროდუქციისთვის“, - დასძინა საქართველოში ჩინეთის ელჩმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770470665

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, „დანონის“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების მოკვლევა მიმდინარეობს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მულტინაციონალური კომპანიიდან „დანონი ნუტრიცია“ მიიღო შეტყობინება „დანონის“ პროდუქციის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ, რაც განპირობებულია პრევენციით, კონკ...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1770469307

ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურამ გარდაბანში მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს ბრალდება წარუდგინა, უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

საქართველოს პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე ერთ პირ...

პროკურატურა

1770466896

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, განხილვის შედეგად შესაძლოა, მნიშვნელოვანი მიგნებები გამოიკვეთოს და რა თქმა უნდა, ეს იქნება ხელის შემწყობი, რომ პროცესი წარიმართოს ფასების გაიაფების, შემცირებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ფასების რეგულირების მიმართულებით სამუშაო პროცესი შეაფასა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოლოდინები დადებითია....

მიხეილ სარჯველაძე

1770465202

ახალი ამბები

ლევან კოჭლოშვილი: საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა პოლიტიკური და ღირებულებითი თანხვედრა, საქართველო და აშშ საუბრობენ საერთო ენაზე

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა პოლიტიკური და ღირებუ...

ლევან კოჭლოშვილი

1770463774

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან კარგად ორგანიზებული ზამთრის ოლიმპიური თამაშებია, იტალია საუცხოოდ მასპინძლობს - გუშინ საკმაოდ კარგად იასპარეზეს ჩვენმა სპორტსმენებმა, ვამაყობთ მათი გამოსვლით

მთელი საქართველო ვამაყობთ, რომ ასეთ დიდ და წარმატებულ ქვეყნებთან ერთად, ჩვენი დროშა ფრიალებს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ისტორიული შედეგი იქნება ამ ოლიმპიურ თამაშებში. პროცესი დაწყებულია, გუშინ ს...

მიხეილ ყაველაშვილი