საქართველოს პროკურატურამ გარდაბანში მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს ბრალდება წარუდგინა, უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

საქართველოს პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2018 წლიდან 2026 წლის 5 თებერვლის ჩათვლით არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დაზარალებულთან, რომელსაც თანაცხოვრების პერიოდში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, უზღუდავდა განათლების მიღების, სხვა ადამიანებთან კონტაქტის, მუშაობისა და პირად საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლებას.

ასევე, ბრალდებული მუდმივად აკონტროლებდა დაზარალებულის გადაადგილებას, დაუზიანა პასპორტი, ხოლო 2026 წლის დასაწყისში, მეუღლის სრულად გაკონტროლების მიზნით, მის საცხოვრებელ ბინაში ფარულად დააყენა სამეთვალყურეო კამერები.

5 თებერვალს ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით მეუღლეს გულმკერდისა და ზურგის არეში დანით მიაყენა ჭრილობები. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე გარდაიცვალა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა 2026 წლის 6 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა), 363-ე მუხლის პირველი ნაწილით (დოკუმენტის დაზიანება, ჩადენილი პირადი მოტივით), 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო; ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770463774

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან კარგად ორგანიზებული ზამთრის ოლიმპიური თამაშებია, იტალია საუცხოოდ მასპინძლობს - გუშინ საკმაოდ კარგად იასპარეზეს ჩვენმა სპორტსმენებმა, ვამაყობთ მათი გამოსვლით

მთელი საქართველო ვამაყობთ, რომ ასეთ დიდ და წარმატებულ ქვეყნებთან ერთად, ჩვენი დროშა ფრიალებს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ისტორიული შედეგი იქნება ამ ოლიმპიურ თამაშებში. პროცესი დაწყებულია, გუშინ ს...

მიხეილ ყაველაშვილი

1770463363

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია იქით, საითაც მიდის ევროპის საბჭოს მუშაობა, როგორმე შეზღუდონ უცხოური გავლენები, საქართველო მზად არის, მათ გამოცდილება გაუზიაროს

საქართველოს ნამდვილად აქვს უცხოური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება და შეუძლია, ეს სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაც...

მაკა ბოჭორიშვილი

1770460637

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: მთელი საქართველო ვამაყობთ, რომ ასეთ დიდ ქვეყნებთან ერთად ჩვენი დროშა ფრიალებს, იმედი გვაქვს, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული შედეგი იქნება მიღწეული

დავესწარი ჩვენი სპორტსმენების, ფიგურული სრიალის მონაწილეების გამოსვლას. მთელი საქართველო ვამაყობთ, რომ ასეთ დიდ და წარმატებულ ქვეყნებთან ერთად ჩვენი დროშა ფრიალებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენ...

მიხეილ ყაველაშვილი

1770460016

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა, ვიცე-პრეზიდენტმა იცოდა საქართველოს ისტორიული დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ

ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩვენს საერთო ღირებულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. როგორ ყაველაშვილმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ აშშ...

მიხეილ ყაველაშვილი

1770457792

ახალი ამბები

პრემიერი: გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთები და კორუფციის სიმცირე, ეს ყველაფერი ძალიან კარგ შესაძლებლობას ქმნის საქართველოში ბიზნესის საკეთებლად

საქართველოში ძალიან კარგი გარემო გვაქვს ბიზნესის საკეთებლად, ეკონომიკური საქმიანობის ან ინვესტიციის განსახორციელებლად - გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთები და კორუფციის სიმ...

ირაკლი კობახიძე