დატბორილი ქუჩები და სარდაფები - გადაუღებელმა წვიმამ ტყიბულში პრობლემები შექმნა
ტყიბულის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. სოფელ კურსებში კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა იქ არსებული ქვის საწარმოს მიმდებარე ტერიტორია დატბორა. საწარმოში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი მაშველებმა უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს.
ინფორმაციას ტყიბულის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის შემოსასვლელში დაიტბორა ცენტრალური ქუჩა, ასევე ეზოები და სარდაფები, ხოლო სოფელ ჭყეპში, ტყიბული-ორპირის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ხე წაიქცა, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. სპეციალური ტექნიკით ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული, ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები და ამ დროისათვის მოძრაობა აღდგენილია.
ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტში სხვა პრობლემებიც შექმნა, მათ შორის, დაირეცხა სოფლის შიდა გზები და დაზიანდა ბოგირები. სტიქიის სალიკვიდაციოდ, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.
მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ბირთვულ ომს?
🔵 5 წლამდე ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყო
1790529939
ახალი ამბებიიონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!
„თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებას. „პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძ...
1790527143
ახალი ამბებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...
1790523869
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...
1790520378
ახალი ამბებიოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...
1790518047
ახალი ამბებიშიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული
„მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...































