დავით ჩიხელიძე: ანაკლიის პორტის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენა ნიშნავს, რომ საქართველო მიზანმიმართულად ყალიბდება რეგიონულ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ცენტრად

„სახელმწიფოს მიერ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენება არის, ეროვნული მნიშვნელობის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რეალურად ანაკლიის პორტის აშენება და შეუფერხებელი ფუნქციონირება საქართველოს ეკონომიკურ, სატრანზიტო და გეოპოლიტიკურ მომავალს განსაზღვრავს“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ პორტი აშენდეს ე.წ. ლენდლორდის მოდელით და მისი ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე სახელმწიფო დარჩეს, სრულად შეესაბამება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და დღეს არსებულ გამოწვევებს.

„პორტის მსგავსი სტრატეგიული ობიექტის სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენა ნიშნავს, რომ საქართველო ინარჩუნებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ბერკეტს. ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სუვერენიტეტის დაცვის თვალსაზრისითაც განსაკუთრებულ მნიშვნელოვანია. როდესაც ქვეყნისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ რჩება, მნიშვნელოვნად მცირდება გარე გავლენებისა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზეწოლის რისკები.

„ლენდლორდის“ მოდელი საქართველოს კიდევ ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს. თუ აქამდე პორტის განვითარება ერთი კონკრეტული პარტნიორის მონაწილეობით განიხილებოდა, ახალი მოდელი სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს, ერთდროულად ითანამშრომლოს სხვადასხვა ქვეყანასა და საერთაშორისო კომპანიასთან. ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციას, მეტ კონკურენციას, მეტ ეკონომიკურ ეფექტს და საქართველოსთვის გაცილებით უფრო მოქნილ და დამოუკიდებელ განვითარების შესაძლებლობას.

სახელმწიფოს მიერ ანაკლიის პორტის აშენების გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს მრავალვექტორული საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის ბუნებრივ გაგრძელებას. საქართველო ნებისმიერ სახელმწიფოსთან თანამშრომლობისთვის მზად არის, რომელიც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს ქვეყანას თანასწორ, დამოუკიდებელ პარტნიორად განიხილავს. სწორედ ასეთი მიდგომა აძლიერებს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ზრდის ქვეყნის როლს რეგიონში.

ანაკლიის პორტის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენა ნიშნავს, რომ საქართველო მიზანმიმართულად ყალიბდება რეგიონულ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ცენტრად. ქვეყნის უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გვაძლევს შესაძლებლობას, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო დერეფანი გავხდეთ. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი კი ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იქნება და მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს შუა დერეფნის ფარგლებში.

რაც შეეხება სხვა სარგებელს, პროექტის განხორციელება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გაზრდის ინვესტიციებს, გააუმჯობესებს საგზაო ინფრასტრუქტურა, გააფართოებს სატრანზიტო შესაძლებლობებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამასთანავე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სტრატეგიული პორტი საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ეკონომიკური და სატრანსპორტო პოლიტიკა“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783332604

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობა“ ამ ქვეყნის ძალიან ბნელი წარსულია, რომელიც მომავლად ვერასდროს ვეღარ იქცევა

„ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის ძალიან ბნელი წარსულია, რომელიც მომავლად ვერასდროს ვეღარ იქცევა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, კარგია, რომ...

რატი იონათამიშვილი

1783330133

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ხე...

მიხეილ ყაველაშვილი

1783329163

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმური ინსპექტირებისას ინდივიდუალური მეწარმე თ. მ-ის (მისამართი: გორი, კომბინატის დასახლება) ა...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ

1783328927

ახალი ამბები

წიწამურის ხევზე დღის ბოლომდე მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (თბილისის მიმართულება) წიწამურის...

წიწამურის ხევზე

1783328742

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო განაგრძობს ინვესტირებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ეს ეკოსისტემა უზრუნველყოფს, რომ საქართველო არამხოლოდ გახდეს ტრანზიტული და ლოგისტიკური ჰაბი

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი, რომელსაც უდიდესი როლი ექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და განვითარებაში. ამავდრ...

მარიამ ქვრივიშვილი