ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისის 23:00 საათიდან 21 ივლისის 08:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
დროებითი შეზღუდვა შეეხება მოედნის ტერიტორიას - შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ რუსთაველის გამზირიდან (ზეთის ხილის ხიდან) რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით.
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები ვერ მოხვდებიან პირველი რესპუბლიკის მოედანზე და გზას გააგრძელებენ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით. კოსტავას ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ცვლილება შევა N359 ავტობუსისა და N457 მიკროავტობუსის მარშრუტში. N359 ავტობუსი მარჯანიშვილის ქუჩიდან ვაკის მიმართულებით მოძრაობისას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან აღარ შევა რესპუბლიკის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებს კოსტავას ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობისას მარშრუტი არ იცვლება.
ასევე, N457 მიკროავტობუსი მარჯანიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან აღარ შევა რესპუბლიკის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებს თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადაც ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას მარშრუტი აქაც არ იცვლება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
1783317199
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ერთმანეთს უპირისპირდებიან და ვერ იყოფენ შიდა პარტიულ ადგილებს
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა პარტიულ ადგილებს ვერ იყოფენ. „რადიკალებმა ამოწ...
1783316033
ახალი ამბებისაქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დღეს მუშაობას კომიტეტებში გააგრძელებს
ჰააგაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესია გრძელდება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მუშაობა დღეს კომიტეტებში წარიმართება. „დღეს ძირითადად მუშაობა წარიმართება კომიტეტებში. მე ვესწრები...
1783315029
ახალი ამბებითორნიკე შენგელია: მადლობა უფალს, რომ მოვიგეთ თამაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაშს. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ
ეს არის ჩვენი ხასიათი, ჩვენში დევს, ეს ჩვენი დნმ-ია. მიუხედავად იმისა, რომ 22 ქულას ვაგებდით, არასდროს დაგვიკარგავს რწმენა ჩვენს თავში, ბოლომდე ვიბრძოლეთ, რამაც შედეგი გამოიღო და ბოლოს ასე დაგვირგვინდ...
1783314403
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში☔
6 ივლისს ქუთაისში წვიმის ალბათობა დიდი იქნება, დღისით +30 და ღამით +19გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელ...
1783314337
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა. გლობალური დიალოგის მიზანს წარმოადგენს გაეროს წევ...




























