მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო განაგრძობს ინვესტირებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ეს ეკოსისტემა უზრუნველყოფს, რომ საქართველო არამხოლოდ გახდეს ტრანზიტული და ლოგისტიკური ჰაბი
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი, რომელსაც უდიდესი როლი ექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და განვითარებაში. ამავდროულად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს პოზიციონირებას, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულობას კიდევ უფრო მეტად გაამყარებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბრიფინგზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წელს, ისევე როგორც გასულ წელს, საგრძნობლად გაზრდილია ქვეყნის ყველა პორტში ტვირთნაკადები და ეს დინამიკა გრძელდება. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მომდევნო 3-4 წლის პერსპექტივაში საქართველოს მთავრობამ პარტნიორებთან ერთად უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა თანამდევი ინფრასტრუქტურა სატრანსპორტო ინდუსტრიასა და სექტორში პარალელურად განვითარდეს.
„ეს, რა თქმა უნდა, არ არის დამოკიდებული მხოლოდ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, ეს ძალიან დიდწილად დამოკიდებულია, მათ შორის, იმაზე, რომ პარალელურად უნდა უზრუნველვყოთ საქართველოს რკინიგზის განვითარება. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მილიარდ ლარზე მეტის ინვესტირება მოხდება უახლოესი პერიოდის განმავლობაში, რათა საქართველოს რკინიგზამ უზრუნველყოს დამატებით ვაგონებისა და ლოკომოტივების შესყიდვა იმისთვის, რომ გაიზარდოს მისი ტვირთნაკადის გამტარუნარიანობის შესაძლებლობა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სახელმწიფო განაგრძობს ინვესტირებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალურ გზებში.
„მთელი ეს ეკოსისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო არამხოლოდ გახდეს ტრანზიტული და ლოგისტიკური ჰაბი და განაგრძოს ამ ფუნქციის ღირსეულად შესრულება, არამედ ჩვენ გავხდეთ ცენტრი, რომელსაც ექნება დიდი დატვირთვა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისევე როგორც ჩვენი რეგიონისთვისაც“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
1783325123
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ფაშინიანის რუსეთში ვიზიტზე: გუშინ ირანში თუ ხვალ რუსეთში - ჩვენს ოპოზიციასა და ევრობიუროკრატიას მოსწონს სომხეთის პრემიერი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის რუსეთში დაგეგმილ ვიზიტს ეხმიანება. ანანიძე წერს, რომ მიუხედავად იმისა, გუშინ ირანში იყო, თუ ხვალ რუსეთში ი...
1783323382
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ
„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღ...
1783322752
საზოგადოებაფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისის 23:00 საათიდან 21 ივლისის 08:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. დროებითი შეზღუდვა შ...
1783320474
საზოგადოებასამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გავრცელ...
1783320359
საზოგადოებაერთიანი ეროვნულ გამოცდები ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება
ერთიანი ეროვნულ გამოცდები ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე განაწ...




























