ირაკლი ჭეიშვილი: კანონმდებლობის გაუქმებას ვერ გვაიძულებენ, შეუვალები ვიქნებით, როცა კანონები ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს ეხება

„ანდრია ჯაღმაიძემ რაზეც ისაუბრა, ამაზე ჩვენც გვესაუბრებოდნენ. ვიცით, საბოლოოდ, რა მოთხოვნები ექნებათ, სად და რაზე დგას დღეს ევროპა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება და ხალხი წყვეტს, როგორ განვითარდეს ქვეყანა.

„ჩვენთვის ანდრია ჯაღმაიძის განცხადება ახალი არ ყოფილა, რადგან ჩვენ მიმართ მსგავსი მოთხოვნები წლების განმავლობაში ჰქონდათ. ეკლესიასაც რომ მოუსინჯავდნენ პირს, უკვე სასულიერო პირები და საპატრიარქო საუბრობენ. ამ პროცესს რომ მიჰყვეთ, ბევრ სურათს დაინახავთ. დიდი პროცესები მიმდინარეობს. ამ ყველაფერს გუშინ ფარდა აეხადა. წლებია, ვსაუბრობთ, ევროპაში ჩვენ მიმართ რა მოთხოვნები აქვთ. ამ ყველაფრის ფინალი რა არის? – ჯერ საუბარი დაიწყეს „გამჭვირვალობის“, შემდეგ „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონით.

უკურეაქციები ჰქონდათ, როცა კანონმდებლობას ვამკაცრებდით და გვინდოდა, ქვეყანა სწორ გზაზე დამდგარიყო. მაშინ ევროპელი პარტნიორების მხრიდან მხოლოდ ხელშეშლას ვხედავდით. ჯაღმაიძემ რაზეც ისაუბრა, ამაზე ჩვენც გვესაუბრებოდნენ. რატომ ებრძვიან „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონს და მის გაუქმებას ითხოვენ? შეტევაა და მოთხოვნაა, რომ ეს კანონი გაუქმდეს.

ვიცით, საბოლოოდ რა მოთხოვნები ექნებათ, სად და რაზე დგას დღეს ევროპა. წლების წინ სხვა ტრადიციებსა და იდეალებზე იდგა. ხელისუფლება და ხალხი წყვეტს, როგორ განვითარდეს ქვეყანა. კანონმდებლობის გაუქმებას ვერ გვაიძულებენ, შეუვალები ვიქნებით, როცა კანონები ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს ეხება“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „2023 წელს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვთხოვა, ერთნაირსქესიანთა ქორწინებების პოპულარიზაციაში დავხმარებოდით, მიიჩნევდა, რომ ქართული საზოგადოება ტენდენციებს ჩამორჩა“. ამავე ინტერვიუში ჯაღმაიძემ, ასევე, განაცხადა: „2019 წელს კონფერენციაზე მიხაელ როთს ვკითხე, იქნება თუ არა მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს, მან გვითხრა, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები ეს არისო“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783330133

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ხე...

მიხეილ ყაველაშვილი

1783329163

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმური ინსპექტირებისას ინდივიდუალური მეწარმე თ. მ-ის (მისამართი: გორი, კომბინატის დასახლება) ა...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ

1783328927

ახალი ამბები

წიწამურის ხევზე დღის ბოლომდე მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (თბილისის მიმართულება) წიწამურის...

წიწამურის ხევზე

1783328742

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო განაგრძობს ინვესტირებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ეს ეკოსისტემა უზრუნველყოფს, რომ საქართველო არამხოლოდ გახდეს ტრანზიტული და ლოგისტიკური ჰაბი

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი, რომელსაც უდიდესი როლი ექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და განვითარებაში. ამავდრ...

მარიამ ქვრივიშვილი

1783327680

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ანაკლიის პორტს მსოფლიო ეკონომიკური რუკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მისასალმებელია, რომ ქმედით ნაბიჯებს სახელმწიფო გადადგამს, მით უმეტეს, შუა დერეფნის თვალსაზრისით

„ანაკლიის პორტი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ქმედ...

რატი იონათამიშვილი: