დავით ჩიხელიძე: EBRD-ის პოზიცია 300 მილიონით დააფინანსოს ქართული კერძო სექტორი, აღიარებაა, რომ საქართველო რეგიონში ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისით მდგრადი, სანდო, პერსპექტიული და მიმზიდველი ქვეყანაა

„EBRD გეგმავს წელს საქართველოს კერძო სექტორში მინიმუმ 300 მილიონი ევროს ინვესტიციას, რაც საქართველოს ეკონომიკის მიმზიდველობას და პერსპექტიულობას ადასტურებს. მისი სიტყვებით, ბანკი მოხარულია მჭიდრო თანამშრომლობით დაეხმაროს ქვეყანას, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტაბილურობისა და ზრდის თვალსაზრისით“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, EBRD-ის ინვესტიციები ხაზს უსვამს, რომ საქართველო არა მხოლოდ რეგიონის სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს, არამედ ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისითაც მდგრადი და მიმზიდველი ქვეყანაა.

„EBRD-ის პოზიცია 300 მილიონით დააფინანსოს ქართული კერძო სექტორი, აღიარებაა, რომ საქართველო რეგიონში ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისით მდგრადი, სანდო, პერსპექტიული და მიმზიდველი ქვეყანაა. შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და რეგიონული პარტნიორების ეკონომიკური თანამშრომლობის მზაობას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონული ხელმძღვანელი დრაკინოსი აღნიშნავს, რომ ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს კერძო სექტორს, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ბაზას. EBRD გეგმავს წელს საქართველოს კერძო სექტორში მინიმუმ 300 მილიონი ევროს ინვესტიციას, რაც საქართველოს ეკონომიკის მიმზიდველობას და პერსპექტიულობას ადასტურებს. მისი სიტყვებით, ბანკი მოხარულია მჭიდრო თანამშრომლობით დაეხმაროს ქვეყანას, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტაბილურობისა და ზრდის თვალსაზრისით. EBRD-ის მზადყოფნა საქართველოს კერძო სექტორში აქტიური ინვესტიციების განხორციელებისათვის მიუთითებს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე: ეკონომიკური სტაბილურობა და ზრდის პოტენციალი, საერთაშორისო ბანკების ინტერესი საქართველოს ბაზარში ადასტურებს, რომ ქვეყანას აქვს ზრდის საკმარისი რესურსი კერძო სექტორის სტიმულირებისთვის. ინვესტიციების მიზანმიმართული გამოყენება, EBRD გეგმავს თანხის გადანაწილებას სხვადასხვა სექტორში, რაც უზრუნველყოფს მრავალფეროვან ეკონომიკურ ეფექტს, შექმნის სამუშაო ადგილებს და გააძლიერებს კერძო ბიზნესის შესაძლებლობებს. გრძელვადიანი თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან, ბანკის პოზიცია ხაზს უსვამს საქართველოს საერთაშორისო კავშირების მნიშვნელობას და მზაობას პარტნიორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნისკენ. შავი ზღვის პლატფორმის კონფერენცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა აქტიურად ვითარდება და საერთაშორისო ინსტიტუტები მზად არიან, მხარი დაუჭირონ კერძო სექტორს, რაც სტაბილური ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. EBRD-ის ინვესტიციები ხაზს უსვამს, რომ საქართველო არა მხოლოდ რეგიონის სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს, არამედ ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისითაც მდგრადი და მიმზიდველი ქვეყანაა“, - წერს ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763638564

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის რეგულარული ფრენები ისტორიული მოვლენაა, რადგან აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ განხორციელებულა

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ევროპული ავიაკომპანია - ნორვეჯიანი (Norwegian) შემოდის. სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 2026 წლის ზაფხულიდა...

თამარ იოსელიანი

1763637415

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: სამხრეთ კავკასია, როგორც ერთიანი რეგიონი, ბევრად უფრო მიმზიდველი და საინტერესოა პოტენციური ინვესტორებისთვის

ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის თავმჯდომარისა და სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თბილისსა და ერევანს შორის სტრატეგიული პარტნიორო...

ნიკოლოზ სამხარაძე

1763636482

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს - კონტროლი განხორციელდა 200-მდე ობიექტში, თევზის შესაბოლ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, გაურკვეველი წარმომავლობის საღებავის გამოყენების ფაქტები - ასეთია ჩამონათვალი დარღვევებისა, რომლებიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოავლინეს. აღნიშ...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1763635606

ახალი ამბები

გეკა გელაძე: ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. წამოწყებული გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები, ეს პროცესები არ გაჩერდება

ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ. მინისტრის თქმით, ნარკოდანაშაული მსოფლიოს გამოწვე...

გეკა გელაძე

1763635154

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალური კანონი პირველ რიგში ასრულებს პრევენციულ ხასიათს, მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შსს-სთან ერთად ახორციელებს

ევროპის არაერთი ქვეყანაა, სადაც ამ ასაკის და უფრო დაბალი ასაკის ახალგაზრდებშიც მსგავსი პასუხისმგებლობის კომპონენტი არის დადგენილი, თუმცა ეს არის უკიდურესი ფორმა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა დ...

გივი მიქანაძე