ნიკოლოზ სამხარაძე: სამხრეთ კავკასია, როგორც ერთიანი რეგიონი, ბევრად უფრო მიმზიდველი და საინტერესოა პოტენციური ინვესტორებისთვის
ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის თავმჯდომარისა და სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თბილისსა და ერევანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონესაც გაუსვა ხაზი.
„გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ერთიან პოზიციაზე ვართ, რომ სამხრეთ კავკასია, როგორც ერთიანი რეგიონი, ბევრად უფრო მიმზიდველი და საინტერესოა პოტენციური ინვესტორებისთვის, ამიტომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებას და ვფიქრობთ, რომ როდესაც 3 ქვეყანა ერთიანი პოზიციით გამოვა, ეს სამივეს ინტერესებს მოემსახურება.
ვისაუბრეთ ჩვენს გამოცდილებაზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. სომხეთს სამოქმედო გეგმა ცოტა ხნის წინ გადაეცა და შევპირდით, რომ გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას.
ასევე, საუბარი გვქონდა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებაზე და კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ვიზიტების დინამიკა ბოლო დროს უპრეცედენტოა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილად მაღალ ნიშნულზეა“, - განაცხადა სამხარაძემ.
1763643404
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში
„საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...
1763642648
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პირისპირ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სო...
1763638564
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის რეგულარული ფრენები ისტორიული მოვლენაა, რადგან აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ განხორციელებულა
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ევროპული ავიაკომპანია - ნორვეჯიანი (Norwegian) შემოდის. სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 2026 წლის ზაფხულიდა...
1763636482
ახალი ამბებისურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს - კონტროლი განხორციელდა 200-მდე ობიექტში, თევზის შესაბოლ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, გაურკვეველი წარმომავლობის საღებავის გამოყენების ფაქტები - ასეთია ჩამონათვალი დარღვევებისა, რომლებიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოავლინეს. აღნიშ...
1763635606
ახალი ამბებიგეკა გელაძე: ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. წამოწყებული გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები, ეს პროცესები არ გაჩერდება
ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ. მინისტრის თქმით, ნარკოდანაშაული მსოფლიოს გამოწვე...





























