ლადო სადღობელაშვილი: შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე - დღეს დედამიწის ზურგზე ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სახელმწიფო, რომელიც ასე წარმატებული და პროგრესირებადია
„ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მან რამდენიმე საკვანძო მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლებიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პრიორიტეტებს ასახავს“,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი წერს სოციალურ ქსელში.
სადღობელაშილი საუბრობს იმ ძირითად საკვანძო საკითხებზე, რომლებიც პრემიერის გაეროში სიტყვის გამოსვლისას გამოიკვეთა და აცხადებს, რომ დღევანდელობაში ცოტა ქვეყანა თუ მოიძებნება საქართველოს მსგავსი, რომელიც „ასეთი წარმატებული და პროგრესირებადია“ მსოფლიო გამოწვევების მიუხედავად.
„ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მან რამდენიმე საკვანძო მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლებიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პრიორიტეტებს ასახავს: - პრემიერმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-იან ოკუპაციასა და დევნილთა პრობლემატიკაზე. ამასთან, გაჟღერდა პირდაპირი მიმართვა აფხაზი და ოსი დებისა და ძმებისადმი, საერთო ისტორიაზე, ნდობის აღდგენასა და იმ სიკეთეების გაზიარებაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მოაქვს. - შეფასდა საქართველოს სტრატეგიული როლი ევროპასა და აზიას შორის.
საუბარი შეეხო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს , კერძოდ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რკინიგზის მოდერნიზაციას, თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს. აღინიშნა, რომ 2032 წლამდე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება იგეგმება. - ხაზგასმით აღინიშნა ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის მაჩვენებლის 7.1%-მდე შემცირება. გრძელვადიანი მიზანია საქართველოს ტრანსფორმაცია მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად. - გამოსვლის ფინალური აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთპატივისცემაზე, სუვერენულ თანასწორობასა და კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე!!! თამამად შეიძლება ითქვას რომ დღეს დედამიწის ზურგზე ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სახელმწიფო რომელიც ასე წარმატებული და პროგრესირებადია მსოფლიო იმპერიალისტური გამოწვევების მიუხედავად. ეს დასაფასებელია!,“ - წერს სადღობელაშვილი.
1790323191
საზოგადოება„თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის განახლება გრძელდება - სამსახურს 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა დაემატა
დედაქალაქში, დასუფთავების ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. ამჯერად სამსახურის ავტოპარკს სხვადასხვა მარკის 40-მდე ერთეულ...
1790323126
საზოგადოებასიონის საკათედრო ტაძარში ნოდარ დუმბაძის მეუღლის ნანული გუგუნავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - გარდაცვლილის ხსოვნას ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად მიაგო პატივი
ნოდარ დუმბაძის მეუღლის, ნანული გუგუნავას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს, საიდანც 14:00 საათზე გამოასვენებენ და დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილის ხსოვნას „ქართული ოცნების“ დამფ...
1790321050
საზოგადოებასაავტომობილო გზების დეპარტამენტი: წყლის მიწოდება დღეს ღამით, 26 სექტემბერს, 03:00 საათზე შეწყდება. წყალმომარაგების შეზღუდვა 27 სექტემბრის 15:00 საათამდე, ჯამში 36 საათის განმავლობაში გაგრძელდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილში წყლის მიწოდება...
1790320963
საზოგადოებაგურიის პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და...
1790318906
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგ...


























