კახა კალაძე: უსამშობლო აგენტურამ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლა 2012 წლამდე დაიწყო. ახლაც იგივე დავალება აქვთ მიცემული გარე პატრონებისგან

„თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, სადაც ის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწყებულ კამპანიას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ოპოზიციურად განწყობილი ძალები იმართებიან გარე პატრონებისგან და მათგან მიღებულ დავალებებს ასრულებენ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ.

„უსამშობლო აგენტურის წევრები როგორც მოქმედებენ ან რა განცხადებებსაც აკეთებენ, ეს მათი დაგეგმილი არაა. ცხადია, ისინი გარედან, მათი პატრონების მითითებს ასრულებენ. ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ 2012 წლამდე დაიწყო. აკეთებდნენ ცილისმწამებლურ განცხადებებს, აყენებდნენ შეურაცხყოფას. ეს დავალება აქვთ ახლაც მიცემული და აგრძელებენ მსგავს ქმედებებს. ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როგორებიც იყვნენ და ახლა როგორებიც არიან, აქვთ მცდელობა, რომ იგივე სხვას დააბრალონ. თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს.

მართალია, ისინი გარე ძალებისგან იმართებიან და ყველა მათი ქმედება თავიანთი პატრონებისგან დავალებული აქვთ, თუმცა, მთავარი ის არის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კარგად არჩევს, ვინ ვინ არის, ვინ რას წარმოადგენს. ამიტომაც არიან ეს ოპოზიციურად განწყობილი, უსამშობლო ადამიანები ამ მდგომარეობაში - მათ არანაირი მხარდაჭერა ხალხისგან არ აქვთ, განულებული და გაუბედურებულები არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790323126

საზოგადოება

სიონის საკათედრო ტაძარში ნოდარ დუმბაძის მეუღლის ნანული გუგუნავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - გარდაცვლილის ხსოვნას ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად მიაგო პატივი

ნოდარ დუმბაძის მეუღლის, ნანული გუგუნავას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს, საიდანც 14:00 საათზე გამოასვენებენ და დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილის ხსოვნას „ქართული ოცნების“ დამფ...

ბიძინა ივანიშვილი

1790321050

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: წყლის მიწოდება დღეს ღამით, 26 სექტემბერს, 03:00 საათზე შეწყდება. წყალმომარაგების შეზღუდვა 27 სექტემბრის 15:00 საათამდე, ჯამში 36 საათის განმავლობაში გაგრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილში წყლის მიწოდება...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

1790320963

საზოგადოება

გურიის პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და...

დაკავება, პოლიცია

1790318906

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

1790317745

საზოგადოება

სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შ...

დაკავება და ბორკილები