კახა კალაძე ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე: პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს როლსა და ქვეყნის მომავალთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოსთან და მის მომავალთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე,რეგიონის მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებზე, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მზად არის გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა რეგიონში მშვიდობის განმტკიცების ხელშესაწყობად.
„სიამაყით მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება. მან ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან, მის მომავალთან, ისაუბრა რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მსოფლიოში მშვიდობის მიღწევის აუცილებლობას.
საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს, იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს.
ასევე, ბატონმა პრემიერმა ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის როლი რეგიონში.საქართველო მზად არის გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა იმისთვის, რომ რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, რაც საქართველოს მოსახლეობამ საკუთარ ქვეყანაზე გამოცადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლით და ხელისუფლების განცხადებები ამ საკითხზე არის თანმიმდევრული და არა ერთმანეთის საპირისპირო.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ ურთიერთობები იყოს მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, გამართული და სწორი. საქართველოს ხელისუფლება მზად არის გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ურთიერთობების ახალი ფურცლით დასაწყებად.
როდესაც ქვეყანას მეგობარს უწოდებ და პარალელურად აკეთებ ისეთ მოწოდებებს, რომლებიც ამ ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება, ეს მეგობრობა არ არის. ამის მიზანია ის, რომ კონკრეტულმა პატარა ქვეყანამ გაატაროს სხვისი ინტერესები, თუნდაც მისი დაზიანების ფასად.
ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია, წინა პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, იყო არასამართლიანი და არამეგობრული იმ გადაწყვეტილებებითა და დამოკიდებულებით, რაც ჰქონდა ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ. დღევანდელ პრეზიდენტს და ადმინისტრაციას, ვფიქრობ, შეუძლია ეს არასამართლიანი დამოკიდებულება ძალიან მარტივად გამოასწოროს“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისგან განსხვავებულს, რასაც სხვა ქვეყნები, თუნდაც ევროპული, ან აშშ არ აკეთებდეს.
„ჩვენ ვიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს და ხალხის ინტერესს, როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
1790323191
საზოგადოება„თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის განახლება გრძელდება - სამსახურს 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა დაემატა
დედაქალაქში, დასუფთავების ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. ამჯერად სამსახურის ავტოპარკს სხვადასხვა მარკის 40-მდე ერთეულ...
1790323126
საზოგადოებასიონის საკათედრო ტაძარში ნოდარ დუმბაძის მეუღლის ნანული გუგუნავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - გარდაცვლილის ხსოვნას ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად მიაგო პატივი
ნოდარ დუმბაძის მეუღლის, ნანული გუგუნავას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს, საიდანც 14:00 საათზე გამოასვენებენ და დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილის ხსოვნას „ქართული ოცნების“ დამფ...
1790321050
საზოგადოებასაავტომობილო გზების დეპარტამენტი: წყლის მიწოდება დღეს ღამით, 26 სექტემბერს, 03:00 საათზე შეწყდება. წყალმომარაგების შეზღუდვა 27 სექტემბრის 15:00 საათამდე, ჯამში 36 საათის განმავლობაში გაგრძელდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილში წყლის მიწოდება...
1790320963
საზოგადოებაგურიის პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და...
1790318906
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგ...



























