დავით ჩიხელიძე: IRI-ის კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და მას უცხოელი პარტნიორები ხელოვნურად აცოცხლებენ
„ქართველმა ხალხმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველ ამომრჩეველს ოპოზიციის მიმართ ორგანული მიუღებლობა აქვს. რაც ამომრჩევლის პრობლემა კი არა, თავად ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ბრალია, რომლებიც ქართველ ხალხში ნდობასა და სიმპათიას ვერ იწვევენ, რადგან მათი წარსული და მათ მიერ არჩეული პოლიტიკური გზა კრიტიკას ვერ უძლებს“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ, სადაც „ქართული ოცნებას“ - 36%, ხოლო ყველა ყველა სხვა ოპოზიციას ჯამში - 16% აქვს.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ქართველ ამომრჩეველს არ უყვარს მოღალატე ადამიანები, მით უფრო პოლიტიკაში და IRI-ის კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და მას უცხოელი პარტნიორები ხელოვნურად აცოცხლებენ.
„ქართველმა ხალხმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველ ამომრჩეველს ოპოზიციის მიმართ ორგანული მიუღებლობა აქვს. რაც ამომრჩევლის პრობლემა კი არა, თავად ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ბრალია, რომლებიც ქართველ ხალხში ნდობასა და სიმპათიას ვერ იწვევენ, რადგან მათი წარსული და მათ მიერ არჩეული პოლიტიკური გზა კრიტიკას ვერ უძლებს.
ყველამ უნდა გაიგოს ერთი რამ ქართველ ამომრჩეველს არ უყვარს მოღალატე ადამიანები, მით უფრო პოლიტიკაში. შესაძლოა, პიროვნული ღალატი ქართველმა ადამიანმა დაივიწყოს, მაგრამ ქვეყნის ღალატს ვერც დაივიწყებს და არც არავის შეარჩენს.
IRI-ის კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და მას უცხოელი პარტნიორები ხელოვნურად აცოცხლებენ.
პარადოქსული კი ის არის, რომ სწორედ ამ ერთპროცენტიან და რამდენიმე პროცენტიან პარტიებს უნდათ ქვეყნის სათავეში მოსვლა და სწორედ ეს პარტიები საუბრობენ ხალხის სახელით.
ხალხის სახელით საუბარი მარტივია, მაგრამ ხალხის ნდობის მოპოვებაა მთავარი. ქართველმა ამომრჩეველმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ უთხრა თავისი სათქმელი და პოლიტიკურ სარკეში ჩაახედა, სადაც ოპოზიცია საერთოდ არ ჩანს!
პ.ს. შეგახენებთ, რომ გავრცელდა
IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის პოლიტიკური ნაწილი:„ქართული ოცნება“ - 36%ყველა სხვა ოპოზიცია ჯამში - 16%“, - წერს ჩიხელიძე.
1790666737
ახალი ამბებილაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრ ალი ბინაჰმედ ალ-კუვარის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საფ...
1790665097
საზოგადოებასაგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
კანადაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შ...
1790664365
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწი...
1790664260
ახალი ამბებიპოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა დ...
1790663530
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრც...


























