ლევან მახაშვილი: ყველა შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, როდესაც ვხედავთ მოძალადეს მას უნდა ერქვას მოძალადე და არა შემოქმედი

ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მოჯადოებული წრიდან, რასაც ქვია ძალადობის ნორმალიზება ქართულ პოლიტიკაში, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილზე საუბრისას.

მახაშვილის თქმით, ხელისუფლება ვერ მივიღებს ვერანაირ შელამაზებას იმ წარმოუდგენელი და მიუღებელი ლექსიკისა, რომელსაც ზოგიერთები საქართველოში ხშირად ევროკავშირის საელჩოს თუ ბრიუსელის ბიუროკრატების მხარდაჭერით და დახმარებით იყენებენ.

„ყველა შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ. როდესაც ვხედავთ მოძალადეს მას უნდა ერქვას მოძალადე და არა შემოქმედი, სხვა შემთხვევაში რაც ადრე მოხდა მოხდება იგივე უფრო დიდი მასშტაბებით. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც ჩვენ მოლოტოვის კოქტეილს დავარქმევთ გამოხატვის თავისუფლებას გაჩნდება ათი და ასი მოლოტოვის კოქტეილი და უფრო მეტი მოძალადე საქართველოში“, - განაცხადა მახაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს სოციალურ ქსელში მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ალექსანდრე კორძაიას (იგივე Kordz) და მიხეილ სააკაშვილის მაგალითებით ქართველი ხალხის მაგინებლებზე ისაუბრა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790667142

საზოგადოება

29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა ყურძენი

29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა ყურძენი. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის, გადამუშავებული 113,5 ათასი ტონა ყურძნიდან...

ყურძენი

1790666737

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრ ალი ბინაჰმედ ალ-კუვარის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.   მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საფ...

ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

1790665097

საზოგადოება

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

კანადაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შ...

მაკა ბოჭორიშვილი

1790664365

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწი...

საგამოძიებო სამსახურმა

1790664260

ახალი ამბები

პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა დ...

დიდი ოდენობით ნარკოტიკი