მაკა ბოჭორიშვილი კანადაში ვიზიტზე: ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, გაგვეჟღერებინა, რას აკეთებს საქართველო იმისთვის, მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს
ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კანადაში.
ვიცე-პრემიერმა კანადაში ვიზიტი შეაჯამა.
„მნიშვნელოვანია, რომ კანადა არის ის ქვეყანა, რომელსაც ერთგვარად ხელმძღვანელობა აქვს აღებული იმ კოალიციის, რომელიც ფოკუსირდება უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ჰუმანიტარულ საკითხებზე ნორვეგიასთან ერთად. მსგავსი მინისტერიალი უკვე მეორედ იმართება. საქართველო იყო მიწვეული ამ ღონისძიებაზე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ და ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში ისეთი კამპანიები იმართებოდა საქართველოსთან მიმართებით, რომ საქართველოს ეს ძალისხმევა ძირითადად, შეუმჩნეველი რჩებოდა, ან არავინ აკეთებდა ამაზე აქცენტს, უნდა ითქვას, რომ საქართველო არავის ჩამორჩება უკრაინასთან მიმართებაში ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში. არაერთხელ ვუმასპინძლეთ უკრაინელ ბავშვებს. ასობით უკრაინელი ბავშვი ისვენებს ზაფხულობით საქართველოში საზაფხულო ბანაკებში. ამას რამდენიმე ქვეყანა აკეთებს უკრაინისთვის და მათ შორისაა საქართველო. ჰუმანიტარული წესით საქართველოს არაერთხელ გაუწევია დახმარება უკრაინისთვის“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
28-29 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობას იღებს უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.
1790666737
ახალი ამბებილაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრ ალი ბინაჰმედ ალ-კუვარის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საფ...
1790665097
საზოგადოებასაგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
კანადაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შ...
1790664365
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწი...
1790664260
ახალი ამბებიპოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა დ...
1790663530
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრც...



























