29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა ყურძენი
29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა ყურძენი. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის, გადამუშავებული 113,5 ათასი ტონა ყურძნიდან - 79,1 ათას ტონამდე მაღალი კონდიციის და ხარისხიანია, მთელი მოსავლის მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე.
„რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია - გასული დღე-ღამის მანძილზე 14 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. კახეთში ყურძნის მოსავალი 8 300-მდე მევენახემ დააბინავა.
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:
საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.
რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.
ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1790664260
ახალი ამბებიპოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა დ...
1790663530
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრც...
1790662839
მსოფლიორომის პაპმა განაცხადა, რომ შეშფოთება ხელოვნური ინტელექტის კონტროლიდან გამოსვლის შესახებ „ფეიკ ნიუსი“ არ არის და მას სერიოზულად უნდა მოეპყრონ
რომის პაპმა ლეომ განაცხადა, რომ შეშფოთება ხელოვნური ინტელექტის კონტროლიდან გამოსვლის შესახებ „ფეიკ ნიუსი“ არ არის და მას სერიოზულად უნდა მოეპყრონ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ AI-ის ექსპერტთა მიერ წამოჭ...
1790662380
ახალი ამბებიWorld Bank-ის ანგარიში: შუა დერეფნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკას დამატებით 3.61%-ით გაზრდის, სომხეთის 3.40%-ით, აზერბაიჯანის 0.43%-ით
ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შეუძლიათ დააჩქარონ ეკონომიკური ზრდა, შექმნან მეტი სამუშაო ადგილი და გააძლიერონ კერძო ინვესტიციები, თუ განავითარებენ და უკეთ დააკავშირებენ მნიშვნელოვან სავაჭრო მარ...
1790661460
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გინების გამართლებას შემდეგი მაგინებელი ისმენს, ძალადობის გამართლებას კი შემდეგი მოძალადე, სიტყვასაც და დუმილსაც პოლიტიკური შედეგი და ფასი აქვს, ევროკავშირმა ეს უნდა გაიაზროს
„გამოსავალი მარტივი და ღირსეული იყო: კორძაიას საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა. თუნდაც ეთქვა, რომ ემოციამ სძლია და პოლიტიკური პროტესტისას ადამიანური ზღვარი გადალახა. სექტისთვის უჩვეულო კათარსისის პროცე...




























