ირაკლი კირცხალია: საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის
საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, თითოეული გადაწყვეტილების დროს მთავარი კითხვა არ იქნება, თუ ვის მოეწონება ეს ქვეყნის გარეთ, არამედ რას მოუტანს ის საქართველოს.
როგორც ირაკლი კირცხალია აღნიშნა, ვინც არ უნდა სცადოს საქართველოსთვის საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა, საქართველოს ეროვნული ინტერესი კომპრომისის საგანი ვერ გახდება.
„რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან წარდგა მსოფლიო ლიდერების წინაშე.
ეს გამოსვლა იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი პოზიციის მკაფიო დეკლარირება მშვიდობის, სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და საკუთარი ქვეყნის ბედის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესახებ.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ ამოცანას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას. მისი მიმართვა ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი გზა არის დიალოგი, შერიგება, ნდობის აღდგენა და ერთმანეთის დაბრუნება!
სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ომის ფასი. ამიტომ, როდესაც მშვიდობაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის პოლიტიკური ლოზუნგი და არც ვინმეს წინაშე გამოვლენილი სისუსტე. პირიქით დღევანდელ რთულ და სწრაფად ცვალებად მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებას სჭირდება სიმტკიცე, პრინციპულობა და გონიერება.
ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც საქართველოს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ აღიქვამს და პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს.
საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ეს პრინციპი ჩვენთვის არ იცვლება იმის მიხედვით, თუ საიდან მოდის პოლიტიკური წნეხი, ვის რა ინტერესი აქვს რეგიონში ან რა პოლიტიკური კონიუნქტურაა დღეს ამა თუ იმ დედაქალაქში.
ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენს პოლიტიკურ გუნდს თავიდანვე ჰქონდა მკაფიო დაკვეთა ქართველი ხალხისგან, რომ სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს საკუთარ ქვეყანას; ხელისუფლება უნდა იცავდეს მშვიდობას; გადაწყვეტილებები კი უნდა მიიღებოდეს არა უცხო ინტერესების, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
ეს დაკვეთა დღესაც ძალაშია. ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ. ვერ გადაგვახვევინებს ვერც საგარეო ზეწოლა, ვერც შიდა პოლიტიკური რადიკალიზმი და ვერც ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს პოლიტიკას მუდმივად სხვისი ინტერესებისა და სხვისი დღის წესრიგის პერსპექტივიდან უყურებენ.
სწორედ აქ არის ჩვენი პოლიტიკური განსხვავება იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ, მაგრამ საქართველოს ინტერესზე მაღლა აყენებენ გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ დღის წესრიგს.
ჩვენი პასუხისმგებლობაა, არავის მივცეთ შესაძლებლობა, მშვიდობის ფასად გამოცადოს საკუთარი პოლიტიკური სცენარები ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მომავალ თაობას გადავცეთ არა ომით დაქუცმაცებული და დაპირისპირებული, არამედ ძლიერი, განვითარებული და ერთიანი საქართველო.
ვინც არ უნდა სცადოს საქართველოსთვის საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ზეწოლა და როგორი პოლიტიკური ფასიც არ უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციის დაცვას, საქართველოს ეროვნული ინტერესი ჩვენთვის ვერ გახდება კომპრომისის საგანი.
ამიტომ თითოეული გადაწყვეტილების დროს მთავარი კითხვა არ იქნება, თუ ვის მოეწონება ჩვენი გადაწყვეტილება ქვეყნის გარეთ, არამედ რას მოუტანს ის საქართველოს“, - განაცხადა კირცხალიამ.
1790667142
საზოგადოება29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა ყურძენი
29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა ყურძენი. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის, გადამუშავებული 113,5 ათასი ტონა ყურძნიდან...
1790666737
ახალი ამბებილაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრ ალი ბინაჰმედ ალ-კუვარის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საფ...
1790665097
საზოგადოებასაგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
კანადაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შ...
1790664365
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწი...
1790664260
ახალი ამბებიპოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა დ...



























