დავით ჩიხელიძე: ის, რაც ხალხს აინტერესებს, პროპაგანდისტულ მედიას არ აინტერესებს, ისინი მუშაობენ შერჩეული ნარატივით, ცდილობენ მმართველი გუნდის ლიდერების დისკრედიტაციას, მაგრამ ხალხმა იცის, ვინ ლაპარაკობს სიმართლეს და ვინ - სიცრუეს

„ორი ლიდერი – ირაკლი და მამუკა დგანან ფაქტებით, არგუმენტებით, მყარად, სუფთად, პირდაპირ და მეორე მხარეს – პროპაგანდისტული მედია, რომელიც ვერცერთ შეკითხვაზე ვერ აგებს პასუხს, ვერცერთ კონკრეტულ საკითხზე ვერ საუბრობს საგნობრივად. ნაცვლად ამისა, იმართება შოუ“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, პროპაგანდისტული მედია ცდილობს მმართველი გუნდის ლიდერების დისკრედიტაციას, მაგრამ ხალხს ვერ მოატყუებ.

„ორი ლიდერი – ირაკლი და მამუკა დგანან ფაქტებით, არგუმენტებით, მყარად, სუფთად, პირდაპირ და მეორე მხარეს – პროპაგანდისტული მედია, რომელიც ვერცერთ შეკითხვაზე ვერ აგებს პასუხს, ვერცერთ კონკრეტულ საკითხზე ვერ საუბრობს საგნობრივად. ნაცვლად ამისა, იმართება შოუ.

აიღეს ერთი ფრაზა – „რიჟვაძე ჩემი უახლოესი მეგობარი არ არის“ – და ააგეს მთელი სპექტაკლი, თითქოს რაღაც სკანდალი თქვეს. მაგრამ რას ამბობდა სინამდვილეში მამუკა? რომ მეგობრობდა, რომ ყურადღებით ადევნებდა თვალს მის ჯანმრთელობას, რომ წლების მეგობრობა აკავშირებთ და აქვს მუდმივი კომუნიკაცია. ეს არაა მნიშვნელოვანი „ფორმულასთვის“ და „პირველისთვის“. მათთვის მთავარი ამოჭრილი კონტექსტია – ე.წ.

სელექციური სიმართლე. აი, ასე მუშაობს ნაცური პროპაგანდის ძველი, გაყვითლებული მანქანა.ირაკლის შემთხვევაშიც იგივე. გაასწრო არგუმენტებით, ფაქტებით, პოზიციით. ვერაფერი დაუპირისპირეს. და რა ქნეს? ამოარჩიეს ზახაროვას ერთი ფრაზა და თქვეს – „აი, იგივე თქვა“. ანუ, თუ ზახაროვამ თქვა, რომ დედამიწა მრგვალია, ე. ი., ვინც ამას იმეორებს, რუსია? ეს არის მათი დონე. აბსურდის თეატრი. ის, რაც ხალხს აინტერესებს – ომის საფრთხე, სასამართლოს რეფორმა, გამოძიების დეტალები, კონკრეტული კანდიდატები – მედიას არ აინტერესებს. ისინი მუშაობენ შერჩეული ნარატივით, სადაც სიმართლე მხოლოდ მაშინაა „მნიშვნელოვანი“, როცა მათ ხელს აძლევს. დანარჩენ დროს – ან იგნორირება, ან გადაფარვა. აი, ასე ცდილობენ მმართველი გუნდის ლიდერების დისკრედიტაციას, მაგრამ ხალხს არ მოატყუებ. ხალხმა იცის, ვინ ლაპარაკობს სიმართლეს და ვინ სიცრუეს”, - წერს ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775845206

ახალი ამბები

ტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან

ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...

დონალდ ტრამპი

1775842962

მსოფლიო

„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...

ნეთანიაჰუ

1775840252

მსოფლიო

ორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?

ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...

ვიქტორ ორბანი

1775837496

ახალი ამბები

რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს

ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...

რომის პაპი

1775836752

მსოფლიო

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...

დონალდ ტრამპი