დავით მათიკაშვილი: აგენტურას საქართველოს გაერთიანება მშვიდობიანად ნამდვილად არ სურს, ისევ ის სააკაშვილია, უბრალოდ საკუთარი სამშობლოსადმი იმდენი სიავის გაკეთება აღარ შეუძლია, რაც მანამდე შეეძლო
„ეს არის, რეალურად, ნიანგის ცრემლები. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის სააკაშვილის დამოკიდებულება საქართველოსადმი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისადმი. სწორედ მისმა მოღალატეობრივმა ნაბიჯებმა გამოიწვია, რომ 2008 წლის ომის შემდგომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, აგენტურულმა, მოღალატეობრივმა ძალებმა საზოგადოების დასანახად როგორი განსხვავებული პოზიციებიც არ უნდა დაიკავონ, ამით არაფერი იცვლება.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით „ნაცმოძრაობის“ მოღალატეობრივი სახე, სააკაშვილის სახით იქნება კონკრეტულად საზოგადოებისთვის წარმოდგენილი, გვარამიას სახით თუ რა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს გააკეთებენ, ჩვენთვის ნათელია – აგენტურას საქართველოს გაერთიანება მშვიდობიანად, მშვიდობის პირობებში ჩვენი ქვეყნის ერთობა ნამდვილად არ სურს.
სააკაშვილი თუ ძალადობაზე აკეთებს ხაზგასმას და ძალადობისკენ საკუთარ პრიორიტეტს ამჟღავნებს, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. სააკაშვილის ძალადობრივმა, სრულიად დაუსაბუთებელმა, არაარგუმენტირებულმა ქმედებებმა გამოიწვია ის პრობლემატიკა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით გვაქვს, ის მოღალატეობრივი ომი, რაც მოხდა საქართველოში, სწორედ ძალადობრივი მეთოდებისადმი ამ მიმხრობამ გამოიწვია“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არ შეცვლილა, უბრალოდ „საკუთარი სამშობლოსადმი იმდენი სიავის გაკეთება აღარ შეუძლია“.
„როგორ ვიფიქროთ, რომ ამდენი დანაშაულის, ამდენი ქმედების შემდეგ სააკაშვილმა რაიმე ფორმით ჭკუა ისწავლა და უკეთეს, რეალურ განცხადებებს გააკეთებს? ისევ იმ პლატფორმაზე დგას, რამაც ათქმევინა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომ გაოგნებული იყო სისტემური დანაშაულით, რომელიც სააკაშვილის ხელმძღვანელობით იყო საქართველოში. ისევ ის სააკაშვილია, უბრალოდ, მისი სტატუსიდან გამომდინარე, საკუთარი სამშობლოსადმი იმდენი სიავის გაკეთება აღარ შეუძლია, რაც მანამდე შეეძლო“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
1787220661
მსოფლიონიკოლ ფაშინიანი: ადრე თანამშრომლობის 85-90% ერთ ქვეყანასთან თუ ხდებოდა, ახლა ჩვენ ვავითარებთ ურთიერთობებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან და სხვა ქვეყნებთან
საგარეო პოლიტიკის ვექტორებისა და კავშირების დივერსიფიკაცია სომხეთის რებალანსირების პოლიტიკის ძირითადი ელემენტებია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. კითხვაზე, რომელ...
1787220207
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმ...
1787218172
ახალი ამბებიმთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს, გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მუდმივ წარმომადგენელ დაგლას უებს და გაეროს ქალთ...
1787217055
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი გიორგი ახობაძის განცხადების შესახებ: სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს იმ დიდ ომსა და დაპირისპირებაში, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს
„ომის სურვილი დღესაც კარგად ჩანს, ოღონდ კი რაიმე ფორმით საკუთარი ქვეყანა გარიონ ამ დიდ დაპირისპირებაში და უბედურების ცეცხლი დაანთონ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მათი სახე, სახე აგენტურის, სახე იმ ადამიანე...
1787215983
ახალი ამბებიეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს სულ უფრო მეტი დებიუტანტი კომპანია უერთდება
ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო შპს „ლოპოტას“ მიერ 11 მილიონი აშშ დოლარისა და 6.9 მილიონი ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციების წარმატებული განთავსებისა...































