დავით ქართველიშვილი მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე: უსახო, ემოციურ იარაღად, აბსტრაქტული „კრიზისი“ მიწოდებულია, როგორც გარდაუვალი და ტოტალური კრახი, რომელიც აგროსექტორს გადარჩენის შანსს არ უტოვებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება მედიაში გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით „თუ ასე გაგრძელდა, ფერმერები გაკოტრდებიან და ეს მიწები სხვის ხელში გადავა - პურ-პროდუქტები, ხორცი, რძე... ყველაფერი გაძვირდება“.

მისი თქმით, სტატიის ავტორი განზრახ აგებს კატასტროფული სცენარების ჯაჭვს, რომელიც მკითხველის პირველად შიშებს ურტყამს, საკვების დაკარგვიდან (პურის, ხორცისა და რძის გაძვირება) ეროვნული იდენტობის საფრთხემდე (მიწაზე კონტროლის დაკარგვა).

„მორიგი შიშების „ალარმისტული“ შემოგდება რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობის მქონე საზოგადოებრივ ველზე. ვისაც წაკითხულის გააზრებასთან პრობლემები აქვს, თავშივე განვმარტავ: იმას კი არ ვეწინააღმდეგები, რომ სირთულე არ არსებობს, მისი წარმოსახვის პანიკურ და „არმაგედონულ“ ხასიათზე ვწერ, რომელიც პუბლიკაციის სათაურშივე იკითხება. BPN.ge-ზე გამოქვეყნებული სტატია შთამბეჭდავი „ჰედლაინით“:

„ფერმერები გაკოტრდებიან, მიწები სხვის ხელში გადავა“, წარმოადგენს კლავიატურის დაწკაპუნებაზე ორიენტირებული ჟურნალისტიკის კლასიკურ ნიმუშს, რომელიც ემოციური მანიპულირების კანონებით ოპერირებს. მასალის სტრუქტურის ანალიზი აჩვენებს „ალარმიზმის“, ვითარების „კოშმარიზაციის“ და პოლიტიკური აქცენტების მკვეთრ ჭარბობას კონსტრუქციულ ანალიტიკაზე: ავტორი განზრახ აგებს კატასტროფული სცენარების ჯაჭვს, რომელიც მკითხველის პირველად შიშებს ურტყამს, საკვების დაკარგვიდან (პურის, ხორცისა და რძის გაძვირება) ეროვნული იდენტობის საფრთხემდე (მიწაზე კონტროლის დაკარგვა). ამასთან, ტექსტში სრულიად არ არის მთავარი, რისთვისაც ხარისხიანი ეკონომიკური ჟურნალისტიკა იქმნება: მიზეზების სისტემური ანალიზი და კრიზისიდან გამოსვლის დეტალური საგზაო რუკა. ხმაურიანი თეზისების მიღმა იმალება რეალური, თუმცა მკაცრად პრეპარირებული სიმართლე. საქართველოს სოფლის მეურნეობა ნამდვილად განიცდის ზეწოლას რესურსებზე ფასების ზრდის, მცირე მეურნეობების პრობლემისა და იმპორტის მხრიდან დემპინგის გამო. თუმცა პუბლიკაცია არც კი ცდილობს გამოიკვლიოს საბაზრო მექანიზმები, მსოფლიო ფასების დინამიკა ან ადგილობრივი აგრარული პოლიტიკის შეცდომები. ამის სანაცვლოდ, ფერმერთა რეალური სირთულეები გადაქცეულია უსახო ემოციურ იარაღად, სადაც აბსტრაქტული „კრიზისი“ მიწოდებულია, როგორც გარდაუვალი და ტოტალური კრახი, რომელიც აგროსექტორს გადარჩენის შანსს არ უტოვებს.

სიტუაციიდან გამოსვლის კონკრეტული გზები მასალაში ჩანაცვლებულია ზოგადი ლოზუნგებით, რაც საბოლოოდ ააშკარავებს მის ჭეშმარიტ ბუნებას. პუბლიკაცია არ ისახავს მიზნად ფერმერული საზოგადოების დახმარებას ან სახელმწიფოსთვის მხარდაჭერის სამუშაო მექანიზმების შეთავაზებას, მასში არ არის არც საბაჟო-სატარიფო რეგულირების გათვლები და არც შეღავათიან კრედიტებსა თუ კოოპერაციის განვითარებაზე მიმართული წინადადებები. პუბლიკაციის მთელი ფაქტურა დაყვანილია ფორმულამდე: „ყველაფერი ცუდადაა და უფრო გაუარესდება“ („ი ჩტო მი ბუძიმ კუშაწ?“), რასაც ძირითადი ფოკუსი პრაგმატული ეკონომიკური ანალიზიდან, წმინდა ემოციური ზეწოლისა და სოციალური უკმაყოფილების პოლიტიკური პედალირების სფეროში გადაჰყავს. მასალის სწორედ ასეთი სახით გამოჩენის მიზანი გამჭვირვალე და პრაგმატულია: ეს არის აუდიტორიის საბაზისო შიშების კონვერტაცია სწრაფ მედიატრაფიკში, სოციალურად სენსიტიური თემის პარალელური პოლიტიზებით. ყველაზე მტკივნეული ტრიგერების: „მიწისა“ და „პურის“ შერჩევა გარანტირებულად უზრუნველყოფს მაქსიმალურ წვდომასა და მაღალ ვირუსულობას სოციალურ ქსელებში. პუბლიკაცია მუშაობს არა როგორც ანალიტიკური რესურსი გადაწყვეტილებების საძიებლად, არამედ როგორც მედიარეზონატორი, რომელიც აძლიერებს საზოგადოებრივ შფოთვას და აყალიბებს ნეგატიურ საინფორმაციო ხმაურს მოქმედი კურსის მკაცრი პოლიტიკური კრიტიკის ინტერესებში. თუ სად "იხარშება" საინფორმაციო ომის ეს ტაქტიკა და ვის მიერ გამოიყენება ეს სტრატეგია, მორიგ ჯერზე აღარ გავიმეორებ. ისედაც საკმაოდ ნათელია (თუ - ბნელია?) ყველაფერი..“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787220661

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: ადრე თანამშრომლობის 85-90% ერთ ქვეყანასთან თუ ხდებოდა, ახლა ჩვენ ვავითარებთ ურთიერთობებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან და სხვა ქვეყნებთან

საგარეო პოლიტიკის ვექტორებისა და კავშირების დივერსიფიკაცია სომხეთის რებალანსირების პოლიტიკის ძირითადი ელემენტებია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. კითხვაზე, რომელ...

ნიკოლ ფაშინიან

1787220207

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

1787218172

ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს, გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მუდმივ წარმომადგენელ დაგლას უებს და გაეროს ქალთ...

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

1787217055

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი გიორგი ახობაძის განცხადების შესახებ: სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს იმ დიდ ომსა და დაპირისპირებაში, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს

„ომის სურვილი დღესაც კარგად ჩანს, ოღონდ კი რაიმე ფორმით საკუთარი ქვეყანა გარიონ ამ დიდ დაპირისპირებაში და უბედურების ცეცხლი დაანთონ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მათი სახე, სახე აგენტურის, სახე იმ ადამიანე...

დავით მათიკაშვილი

1787215983

ახალი ამბები

ეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს სულ უფრო მეტი დებიუტანტი კომპანია უერთდება

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო შპს „ლოპოტას“ მიერ 11 მილიონი აშშ დოლარისა და 6.9 მილიონი ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციების წარმატებული განთავსებისა...

ეკატერინე მიქაბაძე