გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 24 საათში 73 სამართალდარღვევა გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით 73 სამართალდარღვევა გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
„გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 18 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია, 7 მონადირეს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდა გადახდილი, 10 შემთხვევაში კი სამართალდამრღვევები აკრძალულ ადგილას - ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.
ნადირობის სეზონის გახსნიდან 24 საათში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 45 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში, კონტროლს ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო ამკაცრებს. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები - ე.წ. ბაგები, დრონები, ფოტოხაფანგები, თერმული დურბინდები. დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრაქტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლი გახდა უფრო ეფექტიანი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან ნადირობის წესები, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1787465561
ახალი ამბებიდავით საყვარელიძე: 2008 წლის აგვისტოს ომი მძიმედ აისახა, ხალხში მაინც იყო იმედი, რომ ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება რაღაც ფორმით აღვადგინოთ, მაგრამ მეორე დილას, როდესაც თავზე გადაგვიფრინა რუსულმა ბომბდამშენმა მივხვდი, რომ ეს არის ჩვენი რეალობა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით საყვარელიძე იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ საქართველო სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან ნახევ...
1787465083
მსოფლიოყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ინფორმაციას გამოცემა Kazinform-ი ავრცელებს. ყაზახეთის მოსახლეობა ახალი კონსტიტუციის მიხედვით შექმნილი ერთპალატიანი პარლამენტის, ყურულთაის წევრებს ირჩევს....
1787431198
მსოფლიოშეიარაღებული თავდასხმა შვედეთში - ყოფილი მოსწავლე სკოლაში ცივი იარაღით შეიჭრა
შეიარაღებული თავდამსხმელი შვედეთის სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას შეიჭრა. ამ დროს შენობაში 450 მოსწავლე იმყოფებოდა. 18 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით იყო შეიარაღებული და ჩაფხუტი ეხურა. თავდამ...
1787430837
მსოფლიოპუტინი: კიევმა მიზნად დაისახა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება, „პანდორას ყუთი“ გახსნა, ახლა მიიღეთ პასუხი თქვენს ყველაზე მგრძნობიარე ეკონომიკურ სექტორებზე, რომლებიც ისედაც ჩამოშლის პირასაა
კიევმა მიზნად დაისახა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება, „პანდორას ყუთი“ გახსნა, ახლა მიიღეთ პასუხი თქვენს ყველაზე მგრძნობიარე ეკონომიკურ სექტორებზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაც...
1787426463
მსოფლიოგიდეონ საარი: ისრაელი თურქეთთან ესკალაციით დაინტერესებული არ არის, თუმცა სირიის ტერიტორიაზე თურქული ბაზების არსებობას არ დავუშვებთ
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ისრაელი „თურქეთთან ესკალაციით დაინტერესებული არ არის“. „ვალდებულნი ვართ, შევინარჩუნოთ სტატუს-კვო. ჩვენ არ დავუშვებთ სირიაში თურქული ბაზე...































