დავით მათიკაშვილი: გამჭვირვალობის კანონი აღმოჩნდა ის ფარი, რომელმაც ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვა, ეს აღმოჩნდა წინაღობა საქართველოს მტრებისთვის, რათა ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობისგან დაეცვა საქართველო

„უკვე არაერთგზის დადასტურდა უშუალოდ შეერთებული შტატების მაღალჩინოსნების აღიარებითი ჩვენებებით, რომ მათი უშიშროების სამსახურები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად და „ენჯეო“ სექტორში კონკრეტული პირები, ვინც იყვნენ დასაქმებულები და ჯამაგირზე, წარმოადგენდნენ აგენტურული ქსელის ნაწილს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის დადასტურებული ფაქტი უშუალოდ შეერთებული შტატების მაღალჩინოსნების აღიარებითი ჩვენებით.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ მოლოტოვის კოქტეილის სროლის რომანტიზების მცდელობას, მცდელობას, ძალადობა მონათლონ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებად და ამით კიდევ ერთხელ მოატყუონ საზოგადოება, ესეც წარმოადგენს სპეცსამსახურების მუშაობის სეგმენტს - იდეოლოგიური დამუშავება, ძალადობის მონათვლა დემოკრატიის ნაწილად და შემდგომ ამით საზოგადოების დეზინფორმირება, მათი მარტივი გამოყენება ნებისმიერი მიზნებისთვის, რაც სურს არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოეთში დავალების მიმცემებს.

გამჭვირვალობის კანონი აღმოჩნდა ის ფარი, რომელმაც ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვა. ეს აღმოჩნდა წინაღობა საქართველოს მტრებისთვის, რათა ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობისგან დაეცვა საქართველო“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771781398

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: საზოგადოებას სპეკულაციურად აჯერებენ, რომ თითქოს ეკონომიკური ზრდის მიუხედავად ხალხი უფრო ღარიბდება, ეს აბსოლუტურად არასწორი დასკვნაა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპოზიცია სოციალურად დაუცველთა რიცხვებით მანიპულაციურად ჟონგლიორობს. „ეს სულ სპეკულაციებია, სულ მანიპულაციური ჟონგლიორობა რაოდენობებით, კონკრეტული შემთხვევებით, თან ასე...

მიხეილ სარჯველაძე

1771778872

ახალი ამბები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დიდმარხვის დაწყების წინ მრევლს მიმართა

„დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა... ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, - გულისტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და ამავე დროს, იმედით სავსე 40-დღიანი დროის მონაკვეთი, რომელსაც ვნე...

აა

1771777257

მსოფლიო

გრენლანდიამ ტრამპის მიერ გაგზავნილ სამედიცინო გემზე უარი განაცხადა

დანიისა და არქტიკის ტერიტორიის ლიდერები უარყოფენ აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებას, რომ ადგილობრივი მთავრობა კუნძულის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს. „არა, გმადლობ!“, - ასე უპასუხეს მათ დონალდ ტრამპი...

ტრამპიტრამპი

1771774699

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძის განკარგულებით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ. შრომით იმი...

 ირაკლი კობახიძე

1771771930

ახალი ამბები

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები ფიგურული ციგურაობის გალაღონისძიებაში მონაწილეობდნენ

მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში გალაწარმოდგენა მოეწყო. ტრადიციულ ღონისძიებაში მონაწილეობა ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა და ნიკა ეგაძემ მიიღეს. ზამ...

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები