გიორგი ვოლსკი: ჩვენთვის საუკეთესოა ის, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ არის სუვერენიტეტი, არის ქვეყნების ინტერესი, ეს ინტერესია მთავარი და არა რაღაც კოლექტიური გაერთიანების ინტერესი
„ჩვენთვის საუკეთესოა ის, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ არის სუვერენიტეტი, არის ქვეყნების ინტერესი და რასაკვირველია, ეს ინტერესია მთავარი და არა რაღაც კოლექტიური გაერთიანების ინტერესი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიის დოკუმენტის შეფასებისას გადაცემაში „იმედის კვირა“.
„ჩვენ შეგვიძლია, დავიკვეხნოთ კიდეც, რომ სწორედ ამ პრინციპებით, ცხოვრობდა საქართველო 2012 წლიდან მოყოლებული და ამ პრინციპების ერთგულებამ გადაგვარჩინა იმ სისხლისგან, რაც თუნდაც უკრაინაში იღვრება.
ჩვენთვის საუკეთესოა ის, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ არის სუვერენიტეტი, არის ქვეყნების ინტერესი და რასაკვირველია, ეს ინტერესია მთავარი და არა რაღაც კოლექტიური გაერთიანების ინტერესი, რომელიც მით უმეტეს, მიათრევს ამ ქვეყანას თუ ქვეყნებს იმ ცეცხლში, რომელიც თავადვე დაანთეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ევროკავშირის გაერთიანების მართვის ბერკეტები იმ ადამიანების ხელშია, რომლებიც არავის აურჩევია.
„მართვის ბერკეტები არის ადამიანების ხელში, რომლებიც მართლაც არავის აურჩევია და ევროპის მოსახლეობა, საზოგადოება - ახლა რომ არჩევნები იყოს ევროპის სივრცეში, ნაკლებად დაუჭერს მხარს ნებისმიერ კომისარს, რომელიც თუნდაც, საქართველოს მიმართ ხისტი საუბრით გამოირჩევა.
[აშშ-ის]ადმინისტრაცია, რომელიც გამოხატავს პრეტენზიას, ასეთი სიტყვებით აფასებს ევროკავშირს, თავის დასკვნებში მართალია - სიმართლეს ამბობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა განაცხადა არაორაზროვნად, რომ იგი გაატარებს თავის პოლიტიკას, რომელიც მნიშვნელოვან საკითხებში უპირისპირდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას ნებისმიერი მიმართულებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სააგენტოებთან დაკავშირებით ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის ხელისუფლება აღარ დააფინანსებს და მხარსაც არ დაუჭერს საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კონვენციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ან სუვერენიტეტს ძირს უთხრიან.
1771781398
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: საზოგადოებას სპეკულაციურად აჯერებენ, რომ თითქოს ეკონომიკური ზრდის მიუხედავად ხალხი უფრო ღარიბდება, ეს აბსოლუტურად არასწორი დასკვნაა
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპოზიცია სოციალურად დაუცველთა რიცხვებით მანიპულაციურად ჟონგლიორობს. „ეს სულ სპეკულაციებია, სულ მანიპულაციური ჟონგლიორობა რაოდენობებით, კონკრეტული შემთხვევებით, თან ასე...
1771778872
ახალი ამბებისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დიდმარხვის დაწყების წინ მრევლს მიმართა
„დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა... ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, - გულისტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და ამავე დროს, იმედით სავსე 40-დღიანი დროის მონაკვეთი, რომელსაც ვნე...
1771777257
მსოფლიოგრენლანდიამ ტრამპის მიერ გაგზავნილ სამედიცინო გემზე უარი განაცხადა
დანიისა და არქტიკის ტერიტორიის ლიდერები უარყოფენ აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებას, რომ ადგილობრივი მთავრობა კუნძულის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს. „არა, გმადლობ!“, - ასე უპასუხეს მათ დონალდ ტრამპი...
1771774699
ახალი ამბებიირაკლი კობახიძის განკარგულებით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ. შრომით იმი...
1771771930
ახალი ამბებისაქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები ფიგურული ციგურაობის გალაღონისძიებაში მონაწილეობდნენ
მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში გალაწარმოდგენა მოეწყო. ტრადიციულ ღონისძიებაში მონაწილეობა ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა და ნიკა ეგაძემ მიიღეს. ზამ...






























