დავით მათიკაშვილი: ღია წერილი გამოძახილია იმ მოვლენების, რასაც ევროკავშირიდან ვხედავთ, წერილზე პასუხი იქნებოდა უსამართლო პოლიტიკის დასრულება საქართველოსთან მიმართებით

ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებისადმი ღია წერილი გამოძახილია იმ მოვლენების, რასაც ევროკავშირიდან ვხედავთ, წერილზე პასუხი იქნებოდა უსამართლო პოლიტიკის დასრულება საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, კითხვა ისმის, სად მიდის ევროკავშირი და სად არის ღირებულებათა თანხვედრა ევროკავშირის შექმნის იდეასა და დღევანდელობას შორის.

„დანიაში პოლიციელები მომიტინგეებს უმოწყალოდ ხელკეტებით გაუსწორდნენ და ადამიანებს გავეშებული ძაღლები მიუქსიეს. აქციის მონაწილეები არც პარლამენტის შენობის გადაწვას ცდილობდნენ, არც პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას და არც სახელმწიფოს გადატრიალების გეგმა ჰქონდათ. მსგავსი რევოლუციური სცენარით მოქმედება არ იყო, საქართველოსთან მიმართებით რომ პარალელი გავავლოთ. ეს ადამიანები წყნარად და მშვიდად ისხდნენ, კონკრეტულ საკითხს აპროტესტებდნენ. პოლიციელების ქმედებები არათუ ევროპულ სტანდარტს ესადაგება, არამედ ტოტალური საბჭოეთის ღრმა ისტორიიდან კადრებს გვახსენებს. კითხვა ისმის, სად მიდის ევროკავშირი და სად არის ღირებულებათა თანხვედრა ევროკავშირის შექმნის იდეასა და დღევანდელობას შორის? სად არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები? ვხედავთ, რომ საქართველოსკენ თითს იშვერენ. არადა 4 ოქტომბერს ქართული პოლიცია მაღალი სტანდარტებით მოქმედებდა, როცა 25 პოლიციელი აქეთ დაშავდა. ევროკავშირმა საქართველოსთან დიალოგი შეაჩერა და უსაფუძვლო, უსამართლო ცილისწამება და შენიშვნები გვესმის. ამ დროს სად არის ის გზა, რითაც ევროკავშირს სურს, საკუთარი ხალხი ატაროს? ღია წერილი გამოძახილია იმ მოვლენების, რაც საქართველოსთან მიმართებით ვიხილეთ და რასაც ევროკავშირის მხრიდან ვხედავთ. ამ ღია წერილზე პასუხი იქნებოდა უსამართლო პოლიტიკის დასრულება საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს - ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიუ კოშტასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779184972

ახალი ამბები

კახა კალაძე: დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი აქციებზე მოქმედებდნენ კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები, რომელთაც ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობა ჰქონდათ

„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...

კახა კალაძე

1779182630

ახალი ამბები

კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე: არ აქვს მნიშვნელობა საუბარი იქნება ჩემზე, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე, ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...

კახა კალაძე

1779182019

ახალი ამბები

კახა კალაძე: გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია

საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდული ბარათის...

კახა კალაძე

1779179147

ახალი ამბები

პრემიერი ოპოზიციაზე: გადახედეთ ლიდერებს - „ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეები, ბუნებრივია, ამ სახეებს წარმატების არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ სარჩელზე, აგენტურისთვის არ უნდა იყოს ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში

გადახედეთ ლიდერებს - „ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეები, ბუნებრივია, ამ სახეებს წარმატების არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინი...

ირაკლი კობახიძე

1779178536

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ახალი კანონი, რომელიც უპირისპირდება სიძულვილის ენას და ყოველგვარი ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა იყოს ამოქმედებული კანონმდებლობა, იმისათვის, რომ მთლიანად აღმოიფხვრას სიძულვილის ენა

რა არის სიძულვილის ენა და რა არა, ამაზე როგორც იურისტს შეიძლება მქონდეს ჩემი პოზიცია, თუმცა პრაქტიკა უნდა დაამკვიდრონ შესაბამისმა ორგანოებმა, შსს-მ, სასამართლომ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

ირაკლი კობახიძე