ფერმაში ცოფის შემთხვევის დადასტურების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კარანტინი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ფერმაში ცოფის შემთხვევას უკავშირდება.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. იორთან ახლოს, ფერმაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა. ფერმაში განთავსებულია 1000 სული წვრილფეხა და 17 სული მსხვილფეხა საქონელი, ორი ცხენი და ექვსი ძაღლი.

მიმდინარე წლის 14 მაისს ერთ-ერთმა ძაღლმა, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიით, დაკბინა ხუთი ძაღლი, ერთი ცხვარი და ერთი სული მსხვილფეხა საქონელი. ძაღლი რამდენიმე დღეში მოკვდა, რის შემდეგაც პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად (გამოცდის ოქმი N3668) ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.

მოკვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული ცხოველები არ იყვნენ ვაქცინირებული ცოფის საწინააღმდეგოდ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო არავაქცინირებულ ცხოველებს დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და მფლობელის პასუხისმგებლობით დაწესდეს 6-თვიანი ზედამხედველობა.

დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები – დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა და ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779179147

ახალი ამბები

პრემიერი ოპოზიციაზე: გადახედეთ ლიდერებს - „ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეები, ბუნებრივია, ამ სახეებს წარმატების არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ სარჩელზე, აგენტურისთვის არ უნდა იყოს ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში

გადახედეთ ლიდერებს - „ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეები, ბუნებრივია, ამ სახეებს წარმატების არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინი...

ირაკლი კობახიძე

1779178536

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ახალი კანონი, რომელიც უპირისპირდება სიძულვილის ენას და ყოველგვარი ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა იყოს ამოქმედებული კანონმდებლობა, იმისათვის, რომ მთლიანად აღმოიფხვრას სიძულვილის ენა

რა არის სიძულვილის ენა და რა არა, ამაზე როგორც იურისტს შეიძლება მქონდეს ჩემი პოზიცია, თუმცა პრაქტიკა უნდა დაამკვიდრონ შესაბამისმა ორგანოებმა, შსს-მ, სასამართლომ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

ირაკლი კობახიძე

1779177649

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი პატრიარქის ქადაგებაზე: ადვილად პროგნოზირებადი იყო, რომ ამ მტკიცე სიტყვას დიდი შეტევა მოჰყვებოდა ქვეყნის მტრების მხრიდან, რადგან პატრიარქის ქადაგება ეფუძნებოდა ქართველი ერის გადარჩენის, გამრავლების და გაძლიერების მიზანს

„ერის სულიერ მამად ახლადგამორჩეული პატრიარქის ქადაგება მისი შინაარსით, მთლიანად ეფუძნებოდა ქართველი ერის გადარჩენის, გამრავლების და გაძლიერების მიზანს! შესაბამისად, ცხადი იყო, რომ ეს ძალიან გააბრაზებდ...

ვატო შაქარიშვილი

1779175571

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: კოპენჰაგენში რაც ვიხილეთ, არ იყო ცალკეული სამართალდამცველების გადაცდომა, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რასაც გამართლება ვერ ექნება

რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში, ეს არ იყო ცალკეული სამართალდამცველების გადაცდომა, ექსცესი, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ...

ირაკლი კობახიძე

1779174953

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო ევროპულ ღირებულებებზე...

ირაკლი კობახიძე