კახა კალაძე: გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია
საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის (EYCA) ლიცენზირებული წევრია.
„ევროპული ახალგაზრდული ბარათი“ ევროპული ინიციატივაა, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება და უკვე 40 წელია, ევროპის კონტინენტზე 9.3 მილიონი ახალგაზრდისთვის მოგზაურობის შესაძლებლობებს ქმნის. ბარათის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ბარათი მილიონობით ახალგაზრდისთვის მოგზაურობის, გართობის, კულტურის, სპორტისა და სხვა მიმართულებებით არაერთ შესაძლებლობას ქმნის.
„ჩვენ გასულ წელს აღნიშნული ინიციატივის შესახებ უკვე ვაცნობეთ საზოგადოებას, ახლა კი გადავდივართ დაპირების უშუალო აღსრულებაზე - ქართველი ახალგაზრდები ამიერიდან „ევროპული ახალგაზრდული ბარათებით“ ისარგებლებენ, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია. ბარათი საქართველოს 18-30 წლის ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე და მილიონობით ახალგაზრდისთვის მოგზაურობის, გართობის, კულტურის, სპორტისა და სხვა მიმართულებებით არაერთ შესაძლებლობას ქმნის. გახსოვდეთ, ეს ბარათი მხოლოდ ფასდაკლებები არ არის - ეს არის ახალი გამოცდილება, ახალი შესაძლებლობები და კიდევ უფრო მეტი კავშირი ევროპულ სივრცესთან“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, თბილისის მერია, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის წამახალისებელ და მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებს.
„გვაქვს სპორტის, კულტურის, განათლების მიმართულების პროგრამები, რომლებშიც არაერთი ახალგაზრდაა ჩართული. ყოველწლიურად ვცდილობთ, ყველა პროგრამა გავაფართოოთ და უფრო მეტ მოქალაქეს მივცეთ მათში ჩართვის შესაძლებლობა, რადგან განათლებული და წარმატებული ახალგაზრდა ქვეყნის მშენებლობის ქვაკუთხედია. მიხარია, რომ თბილისის მერია ამჯერადაც მოწინავე პოზიციაზეა და მიეცა შესაძლებლობა, განახორციელოს უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რომლითაც ჩვენი ახალგაზრდები ევროპელი ახალგაზრდების რიგებს შეუერთდებიან. მათ სპეციალურ პირობებს სთავაზობენ როგორც კერძო კომპანიები, ისე მუნიციპალური სპორტული და კულტურული ცენტრები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებს, რადგან მათთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, „ახალგაზრდული ბარათი“ უკვე ხელმისაწვდომია „საქართველოს ბანკის“ მობაილბანკში.
„მადლობა მინდა, გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამოხატული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მათი ჩართულობის გარეშე მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებდა მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას. მადლობა ეკუთვნის ჩემს მოადგილეს ანდრია ბასილაიას, ასევე, თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს ირაკლი გვილავას, უწყების ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის საქმედ ქცევაში.
ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით, ყოველთვის მოგისმენთ და შევეცდებით, განვახორციელოთ ახალგაზრდების მხარდამჭერი იდეები, რათა ჩვენი სიტყვა ვთქვათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თქვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ბევრია დამოკიდებული ახალგაზრდულ ენერგიაზე. დარწმუნებული ვარ, ის სიყვარული, რომელიც თითოეულ თქვენგანს გაგაჩნიათ ჩვენი სამშობლოს მიმართ, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
„ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ შესახებ დამატებითი დეტალები საზოგადოებას თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გააცნო.
მისი თქმით, აღნიშნული ბარათის მფლობელები შეძლებენ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით ევროპის 40 ქვეყანაში. აგრეთვე, ადგილობრივ დონეზე უკვე ხელმისაწვდომია 50-ზე მეტი შეთავაზება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტ ობიექტზე ვრცელდება.
„საქართველოს ბანკის“ მობაილბანკში წარმოდგენილი ბარათის სარეგისტრაციო პროცესი ძალიან მარტივია, ერთჯერადად 10 ლარის გადახდით კი მისი გამოყენება მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. პროდუქტი რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ წარმოვადგინეთ. ის არ არის ტიპური ბარათი, რომლითაც გადარიცხვებია შესაძლებელი, თუმცა „საქართველოს ბაკთან“ ერთად ის ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. მინდა, წარმატებები ვუსურვო ახალგაზრდებს, რომლებიც ბარათის მფლობელები გახდებიან. ვფიქრობ, ერთი წლის შემდეგ მნიშვნელოვან შემაჯამებელ ღონისძიებას გავმართავთ“, - განაცხადა ირაკლი გვილავამ.
„ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ მფლობელებს სპეციალურ პირობებს სთავაზობენ როგორც კერძო კომპანიები, ისე მუნიციპალური სპორტული და კულტურული ცენტრები. პროგრამის პარტნიორია საქართველოს კულტურის სამინისტროც, რომლის მხარდაჭერითაც, სპეციალური ტარიფები მოქმედებს 19 სახელმწიფო მუზეუმსა და ექვს თეატრში.
ბარათის მფლობელები სხვადასხვა სერვისზე 5%-დან 40%-მდე შეღავათით სარგებლობენ. „ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ მიღება შეუძლია საქართველოს 18-დან 30 წლამდე მოქალაქეებს. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეთავაზების სანახავად ხელმისაწვდომია ოფიციალური ვებგვერდი - eyc.ge.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილეები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები, რაიონული გამგეობებისა და „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები, ასევე, ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
1779174953
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო ევროპულ ღირებულებებზე...
1779173716
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა - ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის...
1779173291
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე გააძევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 62...
1779172371
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: გახარიას პარტიაში, გარდა იმისა, რომ იდეოლოგიურ, მორალურ, სინდისობრივი კრიზისია, ამ სბროდს კიდევ ერთი საერთო ნიშანთვისება აერთიანებთ - ტოტალური გაუნათლებლობა და გოიმობა, გოიმების ჩამონათვალში კი მოწინავეთა რიგებს იკავებს ქალბატონი ფილფანი
ტელეკომპანია რუსთავი -2-ის დებატებში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე და გახარიას პარტიის წევრი ვიკა ფილფანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შესახებაც ექსპერტი დავით...
1779170875
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენება გააკეთა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენება გააკეთა. ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტი (CFAU) პეკინში მდებარე საჯარო უნივერსიტეტია, რომელიც...































